განცხადება · 163 ნახვა
ევროკომისიის კვლევაზე
„როცა ევროპული სტრუქტურების საკუთარივე ციფრები და პოლიტიკური რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს, ცხადი ხდება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას რეალობისთვის თვალის გასწორება უჭირს, რადგან რეალური მონაცემები მათ მიერვე დახატულ გამრუდებულ პოლიტიკურ სქემებში უბრალოდ არ ჯდება“
ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ევროპაში ნდობის რეიტინგით საუკეთესო ათეულში მოხვდა და ევროკავშირისა და ნატოს 23 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთს უსწრებს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, როცა ევროპული სტრუქტურების საკუთარივე ციფრები და პოლიტიკური რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს, ცხადი ხდება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას რეალობისთვის თვალის გასწორება უჭირს, რადგან რეალური მონაცემები მათ მიერვე დახატულ გამრუდებულ პოლიტიკურ სქემებში უბრალოდ არ ჯდება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ევროპაში ნდობის რეიტინგით საუკეთესო ათეულში მოხვდა და ევროკავშირისა და ნატოს 23 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთს უსწრებს.
საინტერესო კონტრასტია: ერთ მხრივ, გვაქვს „ევრობარომეტრის“ მკაცრი მეთოდოლოგიითა და გლობალური მმართველობის ინდიკატორებით დადგენილი ოფიციალური სტატისტიკა, მეორე მხრივ კი — ბრიუსელის პოლიტიკური დამახინჯებული შეფასებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
როცა ევროპული სტრუქტურების საკუთარივე ციფრები და პოლიტიკური რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს, ცხადი ხდება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას რეალობისთვის თვალის გასწორება უჭირს, რადგან რეალური მონაცემები მათ მიერვე დახატულ გამრუდებულ პოლიტიკურ სქემებში უბრალოდ არ ჯდება.“ – წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
- გია აბაშიძე„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
- გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
- გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“
