პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება

როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი მესიჯი და კომენტარი მივიღე სოციალურ ქსელში მსჯავრდებულ გ.დ. სთან დაკავშირებით, როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ,- წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ანანიძის თქმით, როდესაც მსჯავრდებული გადაჰყავთ დეესკალაციის საკანში, გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება. ასევე, ის აღნიშნავს რომ კადრების დათვალიერების ნაწილში, იზიარებს სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.

„როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი სმს და კომენტარი მივიღე სოც. ქსელში მსჯავრდებულ გ.დ. სთან დაკავშირებით, მოკლედ მოგახსენებთ:
პირველი: როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ.
მეორე: როცა მსჯავრდებული დეესკალაციის საკანში გადაჰყავთ, წინააღმდეგობის რისკის ალბათობის გამო, გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება.
მესამე: კადრების დათვალიერების ნაწილში, ვიზიარებ სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.
როგორც ადგილობრივს, ვიცნობ კონკრეტული პატიმრის ოჯახს და პატივს ვცემ.
პატიმრებს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და თავისუფლებას.“- წერს ცოტნე ანანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ზურა გირჩი ჯაფარიძეს: ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან. როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ

გია აბაშიძე ევროკომისიის კვლევაზე: როცა ევროპული სტრუქტურების საკუთარივე ციფრები და პოლიტიკური რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს, ცხადი ხდება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას რეალობისთვის თვალის გასწორება უჭირს, რადგან რეალური მონაცემები მათ მიერვე დახატულ გამრუდებულ პოლიტიკურ სქემებში უბრალოდ არ ჯდება
Uncategorized

გია აბაშიძე ევროკომისიის კვლევაზე: როცა ევროპული სტრუქტურების საკუთარივე ციფრები და პოლიტიკური რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს, ცხადი ხდება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას რეალობისთვის თვალის გასწორება უჭირს, რადგან რეალური მონაცემები მათ მიერვე დახატულ გამრუდებულ პოლიტიკურ სქემებში უბრალოდ არ ჯდება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.