განცხადება · 173 ნახვა
„პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ – ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი“
ეს ქალი არის სალომე ჯანუაშვილი – სისხლიანი პროკურორი! ნაციონალური მოძრაობის დროს, 6 წლის განმაბვლობაში ახორციელებდა უდანაშაულო ადამიანების დევნას და მის სინდისზე არის რამდენიმე ასეული უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამოკეტვა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ „ჯალათი“ ჯანუაშვილი ახლა იცავს „პროვოკატორ დავითაძეს“, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი.
მისივე შეფასებით, „წრედი იკვრება – ოჯახი ნაცი, მამა სააკაშვილის ფანი, თავად კრიმინალი და ადვოკატი ნაცების ჯალათი!!! ეს არის სრული სურათი.“
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ეს სალომე ჯანუაშვილია, “ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისხლიანი პროკურორი. ის 6 წლის განმავლობაში ახორციელებდა უდანაშაულო ადამიანების დევნას და მის სინდისზეა რამდენიმე ასეული მათგანის ციხეში გამოკეტვა.
ამჟამად სწორედ ეს ერთ-ერთი ნაცჯალათი იცავს პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი. წრე ძალიან კარგად იკვრება – ოჯახი “ნაცი”, მამა სააკაშვილის ფანი, თავად კრიმინალი და ადვოკატი – “ნაცების” ჯალათი! ეს არის სრული სურათი.“ – წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
- გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“
- გია აბაშიძე„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
- გია აბაშიძე„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში“
