პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე და საპროცესო გარიგების მოთხოვნაზე. მისი თქმით, ოპოზიციის მიზნები გაიშიფრა და მათი მომხრე აღარავინ აღარ არის.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ოთხ ოქტომბერს დაიწყეს და ოთხშივე დაამთავრეს რადიკალური პროცესები, შემდეგ კი ხუთ ოქტომბერს დაიწყეს დანაშაულის აღიარებები, რაც ახლაც გრძელდება. რადიკალები მიხვდნენ, რომ მხარდამჭერი აღარ ჰყავთ და მათი მიზნები გაიშიფრა – საქართველოში აღარასოდეს უნდა მოხდეს რევოლუციები, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი და ა.შ. მე არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც. ხომ ამბობენ, რომ ოთხ ოქტომბერს არაფერი არ მომხდარა?!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რადიკალების მხრიდან ვხედავთ მგრძნობიარე თემების – ციხეებში სისტემური ძალადობისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხის აგორების მცდელობას და დარწმუნებული ვარ, ეს გარედან მართული პროცესია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.