პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მცდელობას – ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ

პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პატიმარი გიორგი დავითაძეს საქმეს ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პატიმარის განცხადება, თითქოს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მასზე იძალადეს, სარწმუნო არ არის, რადგან ის ექსპერტიზას არ თანხმდება.

“მიზანმიმართულად ხდება ყველა სახელმწიფო უწყებაზე დეზინფორმაციის გავრცელება და ადგილი აქვს მათი დისკრედიტაციის მცდელობას. გიორგი დავითაძის საქმეზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა და ადვოკატმა პატიმარი მოინახულა. თუ სააკაშვილის მმართველობის დროს ხალხი იხვეწებოდა საავადმყოფოში გადაყვანას ექსპერტიზის ჩასატარებლად, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო, და ამაზე უარს ამბობს პატიმარი. ამის შემდეგ, მისი სიმართლე როგორ შეიძლება იყოს დამაჯერებელი?! ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რადიკალების მხრიდან ვხედავთ მგრძნობიარე თემების – ციხეებში სისტემური ძალადობისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხის აგორების მცდელობას და დარწმუნებული ვარ, ეს გარედან მართული პროცესია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.