ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი11°C
  • გორი10°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ7 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ16:23
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 167 ნახვა

„როგორ შეიძლება მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება“

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წარმოუდგენელია საქართველოს მოლდოვას „წარმატების“ შეშურდეს, მაშინ, როცა, ეს უკანასკნელი მზადაა ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკუთარ სუვერენიტეტზე თქვას უარი.

„როგორ შეიძლება ასეთი ტიპის ქვეყანა [მოლდოვა] უსწრებდეს საქართველოს, რომელიც ევროპის ინსტიტუტების შეფასებით, გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოლდოვას უწინასწარმეტყველეს სხვა სახელმწიფოსთან შეუერთება. თუ ამით გაგვისწრებს მოლდოვა, რომ სხვა სახელმწიფოს შეუერთდება, მისი ნამდვილად არ შეგვშურდება. ევრობიუროკრატიის გამონათქვამები მათივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხრიდან არის დაწუნებული და არა მარტო დაწუნებული, სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრობიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  4. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“