ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი11°C
  • გორი10°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ7 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ17:05
მიხეილ სააკაშვილი

განცხადება · 102 ნახვა

„ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი“

ირმა სოხაძე, ამტკიცებს რომ წინა რეჟიმი იყო სრულიად აუტანელი და სხვა არჩევანი არ დაუტოვეს თუ არა ივანიშვილის მხარდაჭერა. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა,- წერს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და განმარტავს, თუ რატომ იყვნენ ირმა სოხაძისთვის აუტანლები.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ირმა სოხაძის მეუღლე სულხან მოლაშვილის მოადგილე იყო, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიჭირეს.
როგორც სააკაშვილი წერს, მსგავს მედროვეებს არ აქვთ უფლება, საზოგადოებას მუდმივად ჭკუა არიგონ.

„ამ დღეებში ძალიან აქტიურობს ერთ დროს კარგი მომღერალი და დღემდე ლამაზი ქალბატონი ირმა სოხაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ წინა რეჟიმი იყო სრულიად აუტანელი და სხვა არჩევანი არ დაუტოვეს თუ არა ივანიშვილის მხარდაჭერა.
ხოდა ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა და ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი. ირმას მეუღლე რეზო ასათიანი, საბჭოთა რეჟიმის დროსაც კარგად იყო მოწყობილი, ფული არ აკლდა. ხოლო 90-იან წლებში ის გახდა კონტროლის პალატის სუპერ-კორუმპირებული თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მოადგილე და მისი მოლარე, რომლის ფუნქცია იყო ბიზნესებიდან და სახელმწიფო უწყებებიდან ყოველთვიური წილის აკრეფა.
ხოდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და ეს სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს. სოხაძე ჩემი ოჯახის წევრის ახლო მეგობარი იყო და ეს ოჯახის წევრი მომიგზავნა. მე კი ძალიან მიყვარდა ჩემი ნათესავი, მაგრამ გამოძიებაში ჩარევა ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო, ვინაიდან ჩემ დროს ნათესაობ-ახლობლობა – ე.ი. ქართული ჯიგრული პონტი საერთოდ არ ჭრიდა, მითუმეტეს იქ, სადაც ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს ეხებოდა საქმე.
მე ვამაყობ იმით, რომ ვარდების რევოლუციამ მოსპო ხალხის ხარჯზე ცხოვრების საშუალება და ეს რომ არ გვექნა, ჩვენ არც ბიუჯეტი გვექნებოდა, არც დენი და არც მომავალი.
ასეთი თავდაჯერებული ანტი-ნაციონალის უკან, როგორც ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა ვეძიოთ პირადი ინტერესი, თორემ ქვეყანა რომ ფეხებზე ჰკიდიათ ეგ ისედაც დღესავით ნათელია. ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსის ოჯახის წევრი წამლის ბარიგა იყო და შეაწუხეს. ზოგიერთი ჩვენივე დანიშნული თანამდებობის პირი, რომელიც კორუფციაში ვამხილეთ და მოგვიანებით ქოცებთან გადაბარგდა. ზოგი ულტრა-კორუმპირებული ლექტორი, რომელიც მისაღებ გამოცდებზე იღებდა ქრთამებს და არ მოეწონა ეროვნული გამოცდები.
ძალიან ბევრი დღეს ღიად ნანობს, რომ “როდესღაც” ივანიშვილს, ესე იგი ქვეყნის ნგრევას დაუჭირა მხარი, მაგრამ ამბობს აი ეს კატეგორია, რომელიც თავისი ჭკუით მაშინაც მართალი იყო და ახლაც მართალია და მსგავსი მედროვეების ხელში შორს ვერ წავალთ და მათ არ აქვთ უფლება, საზოგადოებას მუდმივად ჭკუა არიგონ. მხოლოდ სუფთა და გაუსვრელი ხალხი წაწევს წინ ქვეყანას და ასეთი ხალხი სულ უფრო პოულობს ერთმანეთს.“- წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. მიხეილ სააკაშვილი„ევა გოცირიძე შევარდნაძის დროს იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ჩართული იყო კორუფციაში და ნეპოტიზმში და ბუნებრივია ის ახლა ივანიშვილის მოსამართლეა“
  2. მიხეილ სააკაშვილი„ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის სახალხო მოძრაობაზე, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება, ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა“
  3. მიხეილ სააკაშვილი„როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად“
  4. მიხეილ სააკაშვილი„უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა, კუტოკებია“