„როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად“
„უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა, კუტოკებია“
„ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი“
„2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, ჩემს მოსაკლავად“
„ტვ „იმედი“ სააკაშვილს არ დაუხურავს, ტვ „იმედი“ დახურა გიორგი თარგამაძემ“
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“
„რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური! ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა!“
„მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდეს ვგულშემატკივრობ, კიევის უნივერსიტეტში ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო ვერდელ სტუდენტზე, თუ გავარდა, გადავერთვები ნიდერლანდებზე“
„ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა“
„რეჟიმის მოშორება შეიძლება შიდა თუხთუხით“
„ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ – ამერიკელები ამას არ გაპატიებენ“
„ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც ფაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, ქოცები მაინც გაიმარჯვებდნენ?“
გია ნოდიაზე
„რუსების აქტივიზაციას როგორც კი დავინახავთ საზღვრებთან, „ქოცები“ გავწიოთ, პოლიტპატიმრები გავათავისუფლოთ, შევქმნათ დროებითი მთავრობა და დახმარებისკენ მოვუწოდოთ ევროპას“
„ყველაფერი უნდა გადაწყდეს ისევ ჩვენი სიმამაცით, ორგანიზებულობით და ხალხის წიაღიდან გამოსული ლიდერების მიერ, როგორც, მაგალითად, 2014 წლის მაიდანზე“
„გაიხსენეთ, რას აიძულებდნენ ანწუხელიძეს, როცა აწამებდნენ- ეუბნებოდნენ “შეაგინე მიშას” და მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე“
გიორგი ანწუხელიძის სახელით პოლიტიკურ მანიპულაციას ეწევა
„ამბობენ, სააკაშვილი გორში მიწაზე ფორთხიალობდა და ტრამპი რომ ფორთხიალობდა, ეგ არაფერი“
„ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდაო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? ძალიან აცდენილი ხართ რეალობას, იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა“
„ილია II-მ 2014 წელს პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ პიროვნებაში ვიგულისხმებოდი მე, ამაზე ისტორიის შეფასება მკაცრი იქნება“
„ნიუ იორკში რიჩარდ გირმა მითხრა, უნდა თქვათ უარი ნებისმიერ იარაღზე, ხოლო არმია ნულზე დაიყვანოთო. რიჩარდ გირს რაც არ გამოუვიდა, ის შეასრულა ივანიშვილმა“
„მტკიცედ ვუჭერ მხარს ყულევის პორტის დასანქცირებას“
„სრულიად სამარცხვინოა ჩვენი ფიგურული მოსრიალე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა“
„ბებიათქვენისას, თქვე ავადმყოფებო – მაინც მოგიღებთ ბოლოს!“
„თქვენი ჭირიმე, ძალიან გთხოვთ, ახლა კალაძეც არ მოგვიყვანოთ აქ!“
„დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ“
„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ბოდიშის მოხდას ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს მათი ფანტასტიკური შრომა“
„რეჟიმი, რომელიც ამ მასშტაბის რეპრესიებს იყენებს, სინამდვილეში არის ძალიან სუსტი და აწი ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ“
„ნუ, გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს – სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული“
„ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები.“