ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია“ დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი19°C
  • ქუთაისი22°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი21°C
  • თელავი15°C
  • გორი17°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი23°C
  • ამბროლაური18°C
  • მესტია11°C
  • ფოთი22°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 3 ნოემბერი
  • USD2.5973−0.0019
  • EUR2.9108−0.0008
  • GBP3.4814−0.0088
  • TRY0.0520
  • 100 RUB3.2075−0.0232
  • AZN1.5281−0.0011
  • 1000 AMD7.2021−0.0079
  • 10 UAH0.5693−0.0037
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ3 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ10:58
მიხეილ სააკაშვილი

განცხადება · 154 ნახვა

„ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის სახალხო მოძრაობაზე, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება, ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა“

უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი — ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა, — ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დაწერა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, არამედ გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და, პირიქით, ხედავს ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება“.

„ძალიან კარგი იყო ოპოზიციური პარტიის გამომსვლელები ბათუმში, ზაზა ბიბილაშვილი საერთოდ ყველაფრის მწვერვალი იყო.

რა თქმა უნდა, პარტიების აკრძალვა კიდევ მეტ იზოლაციაში მოაქცევს საქართველოს და გამოიწვევს კიდევ დამატებით ტალღას ემიგრაციისა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი — ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა!

ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და ამისთვის არაა საჭირო რაიმე რეგისტრაცია და რაღაც ქაღალდების ფლობა. პირიქით, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება.

და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ მას“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. 30 ოქტომბერს დასრულდა ახსნა-განმარტების ეტაპი და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება.

მიხეილ სააკაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. მიხეილ სააკაშვილი„როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად“
  2. მიხეილ სააკაშვილი„უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა, კუტოკებია“
  3. მიხეილ სააკაშვილი„ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი“
  4. მიხეილ სააკაშვილი„2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, ჩემს მოსაკლავად“