ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ9 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ12:31
თამთა მეგრელიშვილი

განცხადება · 94 ნახვა

„საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე“

„ევროპარლამენტში დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის – სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას, და ქვეყანა სამართლებრივ ნიჰილიზმამდე მიჰყავს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობა, სამართლებრივი პროცესები და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ექსკლუზიურად ქართველი ხალხისა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების პრეროგატივაა.

„ევროპარლამენტში დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის – სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას, და ქვეყანა სამართლებრივ ნიჰილიზმამდე მიჰყავს. აღნიშნული რეზოლუცია არ ასახავს ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიულ არჩევანს, რომელმაც მმართველ პარტიას ლეგიტიმური მანდატი მიანიჭა. ხალხის ნება და მის საფუძველზე არჩეული პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაცულია კონსტიტუციური იმუნიტეტით, შესაბამისად, ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოსა და თანაზომიერების პრინციპებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერების პერსონალური სანქცირებისკენ მოწოდება წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებას. ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზე დოკუმენტში გაკეთებული შეფასებები არის ევროპარლამენტის მცდელობა, წინასწარი პოლიტიკური ვერდიქტითა და სანქციების მუქარით გავლენა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე, რაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევაა. საქართველოს მიმართ ამ უფლების უარყოფა და მსგავსი კრიტიკა შერჩევითი სამართლისა და ორმაგი სტანდარტის პირდაპირი გამოვლინებაა, რადგან ეროვნული უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, კონკრეტული პოლიტიკური ძალების შეზღუდვის სამართლებრივი პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ აღიარებულია და აქტიურად გამოიყენება თავად ევროკავშირის წევრ თუ პარტნიორ ქვეყნებში. ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობა, სამართლებრივი პროცესები და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ექსკლუზიურად ქართველი ხალხისა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების პრეროგატივაა. საქართველო არის საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგული და გარე პოლიტიკური დიქტატი, შანტაჟი თუ თავსმოხვეული დღის წესრიგი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი ფურცელზე დაწერილი გზავნილი, რომელიც რეალურ შინაარსს მოკლებულია,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამთა მეგრელიშვილი„ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი“
  2. თამთა მეგრელიშვილი„პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“
  3. თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
  4. თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“