განცხადება · 95 ნახვა
„გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს“
გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა. განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.
მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ გველესიანი არ ცდილობს პოპულარული ლოზუნგების გამეორებით ვინმეს გულის მოგებას – ის სვამს კითხვებს, მსჯელობს და მოითხოვს არგუმენტებს, რაც, ანალიტიკოსის თქმით, დამოუკიდებელი აზროვნების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“გიორგი გველესიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსება და პრინციპულობა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე არ ვლინდება.
გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა. განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს.
მის საუბარში ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ერთი გარემოება: გველესიანი არ ცდილობს პოპულარული ლოზუნგების გამეორებით ვინმეს გულის მოგებას. ის სვამს კითხვებს, მსჯელობს და მოითხოვს არგუმენტებს. სწორედ ეს არის დამოუკიდებელი აზროვნების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი.
სამწუხაროდ, ქართულ საჯარო სივრცეში სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობებს, შინაარსიანი დისკუსია პიროვნული შეურაცხყოფით ჩანაცვლდეს. მარგინალურ ოპოზიციას, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აღიზიანებს ის, რომ სპორტსმენი შეიძლება იყოს განათლებული, მოაზროვნე, საკუთარი ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობით მოსაუბრე მოქალაქე და არა მხოლოდ სხვისი პოლიტიკური ლოზუნგების გამხმოვანებელი.
გიორგი გველესიანის მთავარი ღირსება სწორედ ის არის, რომ მას საკუთარი სათქმელი აქვს და ამ სათქმელის დასაცავად არც სხვისი ნებართვა სჭირდება და არც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მოწონება.
ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას ახლა სწორედ მეტი დამოუკიდებლად მოაზროვნე, განათლებული და პრინციპული ადამიანი სჭირდება,” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.
ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკოლოზ მეტრეველი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
- ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
- ნიკოლოზ მეტრეველი„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
- ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“
