ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიპოლიტიკა130 ნახვა

ბრიტანელმა 28-წლიანი, ფეხით მსოფლიო გარბენი დაასრულა

ბრიტანელმა 28-წლიანი, ფეხით მსოფლიო გარბენი დაასრულა

კარლ ბუშბიმ 50 000 კილომეტრი ფეხით, ტრანსპორტის გარეშე გაიარა. 5 ოქტომბერს 57 წლის ყოფილმა მედესანტემ ლა-მანშის სრუტე გადაცურა და დუვრთან ნაპირზე გადმოვიდა, იუწყება AFP.

1998 წლის ნოემბერში მან სტარტი ჩილეს ქალაქ პუნტა-არენასიდან აიღო. ბუშბიმ პირობა დადო, რომ ჰალთან მდებარე დედის სახლამდე თვითმფრინავების, მატარებლების, გემებისა და მანქანების გარეშე მიაღწევდა. მას შემდეგ მან 29 ქვეყანა, ორივე ამერიკა, ბერინგის სრუტე და მთელი რუსეთი აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაკვეთა.

მოგზაურობის დაპაუზება რამდენჯერმე მოუწია. მოსკოვი წლების განმავლობაში არ აძლევდა მას ვიზას, მოგვიანებით ხელი შეუშალა 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და პანდემიამ, თუმცა ბუშბი გზას ყოველჯერზე ზუსტად იმ წერტილიდან აგრძელებდა, სადაც გაჩერდა.

დუვრში, შექსპირის პლიაჟზე, მოგზაურს მეგობრები და ნათესავები დახვდნენ. AFP-სთან ინტერვიუში ბუშბიმ აღნიშნა, რომ თავისი ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ «ზრდასრულ ცხოვრებასთან» დაბრუნების აუცილებლობა შეშფოთებას იწვევს.