განცხადება · 117 ნახვა
„პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი“
ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმიანება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ პირველი იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერებს, 20 ლარის ნაცვლად, პენსია 45 ლარით მოემატებათ.
გეგეჭკორი საუბრობს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსხვავებაზე და აცხადებს, რომ ორივე ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ევროპელი ბიუროკრატები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ტელეწამყვანის თქმით, ევროჩინოვნიკები საბოლოოდ იმას მიაღწევენ, რომ თითოეული ქართველის აღქმაში „ევროპული გზა“ ომთან და ნგრევასთან დაკავშირდება.
„ჩვენთან – პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის თემაზე და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე. უკრაინაში ზელენსკი ატარებს ბრიფინგებს იმაზე, დღეს რა მსხვერპლი მოყვა რუსეთის დარტყმას უკრაინაზე, ან რამდენად არაფრად აგდებენ, რომ ტრამპი მისი გაფრთხილების გარეშე უთანხმდება მისი ქვეყნის თემაზე პუტინს. მითუმეტეს ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი. დღევანდელი ევროჩინოვნიკები საბოლოოდ იმას გაიჩალიჩებენ რომ თითოეული ქართველის აღქმაში „ევროპული გზა“ ომთან და ნგრევასთან დაკავშირდება, რაც იქნება ძალიან სამწუხარო, იმიტომ, რომ რეალურად ეგრე არ არის მაგრამ დღეს, იქ არსებული ბიუროკრატია გულმოდგინედ გვიმტკიცებს საპირისპიროს,“ – წერს ლიზა გეგეჭკორი.
ლიზა გეგეჭკორი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლიზა გეგეჭკორი„ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ – მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან“
- ლიზა გეგეჭკორი„მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, ,,ნაცსაც” რომ გაუკვირდება“
- ლიზა გეგეჭკორი„ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს – ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!“
- ლიზა გეგეჭკორი„ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს- ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, კლასიკური მეხუთე კოლონა, რომლისთვისაც საქართველოს ომის ცეცხლში გახვევა და ნანგრევებად ქცევა არა ტრაგედია, არამედ სანატრელი მიზანია“
