ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი8°C
  • გორი3°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ18:44
ლიზა გეგეჭკორი

განცხადება · 154 ნახვა

ფონდი “ქართუს” წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე

„ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს – ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!“

ჟურნალისტი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში 2018 წლის ფონდი “ქართუს” უპრეცედენტო ქველმოქმედების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმიანება.

გეგეჭკორი ფონდი “ ქართუს” განცხადებაზე დაყრდნობით საუბრობს იმ რეალურ ციფრებზე რა თანხის პრობლემური სესხებიც გამოისყიდა ფონდმა ბანკებისგან და ფინანსური ინსტიტუციებისგან.

ჟურნალისტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ “ეს ვალები გამოისყიდეს მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია, ფონდმა ვინმეს სესხის დაბრუნება მოსთხოვოს!”

მისივე თქმით, ფაქტები ჯიუტია და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებულ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს.

“ნაცაკუცების მორიგი სასოწარკვეთილი ტყუილი და ფონდ „ქართუს“ მკაფიო პასუხი!

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად აგორდა მორიგი ბინძური კამპანია და ყალბი ინფორმაცია 2018 წლის უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ დღეს ამომწურავი, ფაქტებზე დაფუძნებული განცხადება გაავრცელა.

მოდით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ უტიფარ მატყუარებს რეალური ციფრები, რომელთა წაშლასაც ასე უშედეგოდ ცდილობენ:

4 მილიარდ 104 მილიონ ლარზე მეტი (4,104,429,484 ლარი) – სწორედ ამ მოცულობის პრობლემური სესხი გამოისყიდა „ქართუმ“ სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში.

* 615 164 ადამიანი და მათი 1 387 296 სესხი – ეს არის იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც უმძიმესი ფინანსური ტვირთი სამუდამოდ მოეხსნა.

* პროგრამა შეეხო 55 ბანკსა და ფინანსურ ინსტიტუციას.

რაც შეეხება მთავარ სპეკულაციას, რომელზეც ნაცაკუცები აჟიოტაჟს ტეხენ – ფონდი „ქართუ“ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცხადებს: ეს ვალები გამოისყიდეს მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია, ფონდმა ვინმეს სესხის დაბრუნება მოსთხოვოს!

თუ დღეს ვინმეს ძველ სესხზე თანხას სთხოვენ, ახსნა ძალიან მარტივია:

– ეს ან თავად საკრედიტო დაწესებულების შეცდომაა.

– ან ეს კონკრეტული ვალდებულება უბრალოდ არ აკმაყოფილებდა 2018 წლის პროგრამის კრიტერიუმებს და, შესაბამისად, ვერ ჩამოიწერებოდა.

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მარტივად გადაამოწმოს თავისი სტატუსი „კრედიტინფოში“ ან წერილობით მიმართოს „ფონდ ქართუს“ კონკრეტულ სესხზე ცნობის მისაღებად.

ეს არის რეალობა! ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს – ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!”- წერს ლიზა გეგეჭკორი.

ლიზა გეგეჭკორი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლიზა გეგეჭკორი„არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან“
  2. ლიზა გეგეჭკორი„პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი“
  3. ლიზა გეგეჭკორი„ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ – მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან“
  4. ლიზა გეგეჭკორი„მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, ,,ნაცსაც” რომ გაუკვირდება“