ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი10°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ13 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:43
სოზარ სუბარი

განცხადება · 152 ნახვა

„IRI-ის კვლევებში ასახული შედეგები გამოიწვია იმან, რომ ხალხს არ სჯერა რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ 36%-იანი, ხოლო რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად 16%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

დეპუტატის განცხადებით, საზოგადოებას არ სჯერა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების, რადგან ხალხი ხედავს, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ცდილობს უცხო ძალების დაკვეთების შესრულებას და საქართველოს ომში ჩართვას.

„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ აქვს 36%, ხოლო რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად 16%. IRI-ის კვლევებში ასახული შედეგები გამოიწვია იმან, რომ ხალხს არ სჯერა რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების. მას შემდეგ, რაც ამ ოპოზიციამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ქვეყნის ცეცხლის ალში გახვევა და განადგურება სცადა, რატომ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ საზოგადოება მათ დაუჯერებს და გაჰყვება? ხალხი ძალიან კარგად ხვდება, ვის უყვარს სამშობლო და ემსახურება მის ინტერესებს და, ამის საპირისპიროდ, ვინ ასრულებს უცხოელი პატრონების დაკვეთას. ამას დაემატა ისიც, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ზუსტად წლისთავზე ამ გადატრიალების ორგანიზატორებმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს დანაშაულის აღიარება და ბოდიშის მოხდა, ოღონდ კი თავისუფლება მოიპოვონ. ყველაზე პარადოქსული კი ის იყო, როცა 71 წლის პაატა ბურჭულაძემ გააკეთა მინიშნება, რომ ისიც აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და ამ გზით საპატიმროს დატოვებას. საკუთარმა შვილმა გასწირა და საჯაროდ გააფრთხილა: ეს არ გააკეთო, შენ ციხეში უფრო გვჭირდებიო. ასეთი მორალის ადამიანებს რატომ უნდა ენდოს და რატომ უნდა გაჰყვეს საზოგადოება? და ბოლოს, როცა IRI-ის ხსენებულ კვლევაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება ისიც გვითხრან, რომ ამ კვლევაში „ხალხის ძალასაც“ არ ჰქონდა მაღალი რეიტინგი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენ ბოლო ორ არჩევნებში – საპარლამენტოშიც და თვითმმართველობაზეც – „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში ვმონაწილეობდით. ეს იყო პერიოდი, როცა რუსეთ-უკრაინის ომი პიკზე იყო და, როგორც საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა, ისე მათი საზღვარგარეთელი პატრონები ცდილობდნენ, ჩვენი სამშობლო ამ ომში ჩაეთრიათ.

ბუნებრივია, ასეთ დროს ჩვენი მთავარი ამოცანა ამ მართლაც ეგზისტენციური საფრთხის თავიდან აცილება იყო და ჩვენ ეს შევძელით. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დღემდე არ ვაკეთებდით მმართველი ძალისგან მკაფიო გამიჯვნას. კიდევ ერთხელ ვიტყვი: საქართველოსთვის ომის თავიდან აცილების საქმეში „ხალხის ძალამ“ ნამდვილად შევასრულეთ გადამწყვეტი როლი და საზოგადოება ამას კარგად გრძნობს და აფასებს. ამას ვგრძნობდით და ვგრძნობთ პირველივე დღიდან, როცა დავიწყეთ საუბარი იმ სიმართლის, რომელიც ხალხთან უნდა მიგვეტანა. ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც მივდიოდით და მივდივართ დღესაც, ხალხისგან მადლობის სიტყვებს ვისმენთ ჩვენი პოზიციისთვის და იმ სიმართლისთვის, რაც საზოგადოებამდე მივიტანეთ. დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო დადგება, ეს მხარდაჭერა ხმებშიც აისახება,”-განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“
  2. სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
  3. სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
  4. სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“