ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ9 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ15:55
სოზარ სუბარი

განცხადება · 147 ნახვა

„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე და თავისი პოლიტიკით ეწინააღმდეგება ბრიუსელის სურვილს, რომელიც ქვეყნების სუვერენიტეტის შემცირების წინააღმდეგაა მიმართული.

„ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ჩეხეთი 20 წელზე მეტია უკვე ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული. სწორედ იმ მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა. სოზარ სუბარმა ჩეხეთთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთში ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია. „ჩეხეთს, როგორც ქვეყანას, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. მას ბოლო 10 წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“
  2. სოზარ სუბარი„მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია“
  3. სოზარ სუბარი„ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია“
  4. სოზარ სუბარი„აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“, საგამოძიებო კომისიის დასკვნას კი „მოთხრობასა“ და „მხატვრულ თხზულებას“ უწოდებენ, ამით კი ცხადყოფენ, რომ საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ“