განცხადება · 96 ნახვა
„ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი“
ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება. გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა. ის არის აგენტი, ზის ტელევიზიაში და პოლიტიკური პარტიის სახელით გველაპარაკება. აგენტი მელაპარაკება პოლიტიკური პარტიის სახელით თავისი ენჯეოს მიერ დაფინანსებული თავისი რაღაც სექტის ტელევიზიით, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შეწყალებასა და მათი ოჯახების რეაქციაზე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ჩვენი მიდგომა 2012 წლიდან არის ჰუმანურობა, თუ გაიაზრებ, მიხვდები, აღიარებ სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ შენ დააშავე გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად და ითხოვ პატიებას და შეწყალებას, აუცილებლად მოგეცემა. არიან ოჯახები, სადაც შვილი ტოვებს მამას ციხეში, ან მამა და დედა ტოვებენ შვილს ციხეში. წარმოდგენაც არ მინდა რას გრძნობს ის ადამიანი, რომელიც ციხეში ზის. ბევრი მათგანი ის ხალხია, რომელიც ამ უსამშობლო აგენტურამ შეატოვა ამ უსაფუძვლო, მოტყუებულ სცენარში და ვითომ რევოლუციურ სცენარში, რასაც აწყობდნენ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
- ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
- ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
- ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“
