ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია2°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ16 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ10:19
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 146 ნახვა

„ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის“

ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, მათ თითოეულ განცხადებასა და რეზოლუციაში მხოლოდ და მხოლოდ ისმის უტიფარი მუქარა, შეურაცხმყოფელი განცხადებები.

„სწორედ ამ ცრუ კაიების და ცრუ მარტების დამსახურებაა სამწუხაროდ ის რეიტინგი, რომელიც საქართველოში აქვს ევროპას და ევროკავშირს, რადგან სრულიად აცდენილია იმ ფასეულობებს და იმ ღირებულებით პრინციპებს, რაზეც იდგა ევროკავშირი. ვხედავთ, რომ თავიანთ ქვეყანაში იმკიან იმ მმართველობის შედეგებს, რომელ მმართველობასაც სამწუხაროდ, ვხედავთ ჩვენც და ხედავს მთელი მსოფლიოც. იმკიან პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით. დათვალეს გერმანიაში თუ რამდენ წუთში რამდენი საწარმო კოტრდება. დღეს ვისმენთ საფრანგეთიდან, რომ დეფოლტის პირას დგას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა დაკავშირებადობის ფორუმებზე საქართველოს არ მიწვევის ფაქტზეც. „სრულიად ლოგიკური კითხვა ისმებოდა საზოგადოებაში, მედიაში – რას აპირებთ, როდესაც ასეთ რიტორიკას ხედავთ?! გახსოვთ „შუა დერეფნის“ და დაკავშირებადობის ფორუმებზე არ მიწვევა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გარეშე განხილვა. თუ როგორ ჰქონდა უსამშობლოთა აგენტურას აწეული ეს თემა. და რა თქმა უნდა ლეგიტიმურ კითხვას სვამდნენ ჟურნალისტები ჩვენთან – რატომ არ ხართ მიწვეული? ჩვენ ერთი მარტივი პასუხი გვქონდა, რომ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ გამორიცხულია შავი ზღვის ქვეყნებს ესაუბრო, „შუა დერეფანზე“ ისაუბრო, დაკავშირებადობაზე ისაუბრო და საქართველო არ მიიწვიო. აბა ჩაიხედონ რუკაში?!“, – განმარტა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
  2. ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
  3. ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
  4. ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“