განცხადება · 104 ნახვა
„ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა – რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია“
რუსული საწვავისადმი ევროპის ქვეყნების ინტერესი ახსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
როგორც ექსპერტი წერს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსული საწვავის დაბალი ფასი იყოს. დავით ქართველიშვილს მაგალითად რამდენიმე ქვეყანა მოჰყავს, სადაც საწვავის ფასი რუსულისას თითქმის სამჯერ აღემატება და მათ შორისაა გერმანია, რომელიც ღიად გამოთქვამს ინტერესს ამ ბაზრის მიმართ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„შეიძლება დაგაინტერესოთ და მიხვდებით, ამერიკის მსგავსად რატომ დაიწყო უკვე დღეს გერმანიამაც ენერგოწუწუნი: ჩვენც გვინდაო რუსული საწვავი. მოდით შევადაროთ მოსკოვის ფასები – ევროპულს, და ბოლოს ჩვენი თბილისური ტკივილიც გავიზიაროთ. მაშ ასე, 2026 წლის 16 ოქტომბერი (ფასები მომყავს პირდაპირ ლარების ექვივალენტში): მოსკოვი: ბენზინი პრემიუმი (95) – 2,45 ₾; დიზელი – 2,58 ₾ პარიზი: ბენზინი პრემიუმი (95) – 6,43 ₾; დიზელი – 6,78 ₾ ბერლინი: ბენზინი პრემიუმი (95) – 6,43 ₾; დიზელი – 6,61 ₾ ათენი: ბენზინი პრემიუმი (95) – 6,40 ₾; დიზელი – 6,17 ₾ ბუდაპეშტი: ბენზინი პრემიუმი (95) – 5,09 ₾; დიზელი – 5,65 ₾ კოპენჰაგენი: ბენზინი პრემიუმი (95) – 7,74 ₾; დიზელი – 7,30 ₾ თბილისი: ბენზინი პრემიუმი (95) – 4,28 ₾; დიზელი – 4,96 ₾,“- წერს დავით ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
- დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
- დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
- დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
