ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია0°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ19 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ15:15
ზაზა შათირიშვილი

განცხადება · 154 ნახვა

„“დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან“

ბუნებრივია, საზოგადოების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის მცდელობებისა და მათ მიერ კონტროლირებად მედიაში თეთრზე შავის მტკიცების მიღმა, “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.

მისი თქმით, ამ ფონზე, ნათლად იკვეთება მათთვის დამახასიათებელი უმთავრესი მეთოდი – მას, ვინც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი არ არის, უნდა დააბრალონ სწორედ ის, რასაც თავად აკეთებენ.

“ამ ფონზე კი, ნათლად იკვეთება მათთვის დამახასიათებელი უმთავრესი მეთოდი – მას, ვინც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი არ არის, უნდა დააბრალონ სწორედ ის, რასაც თავად აკეთებენ და ეს, რომ ასეა, რამდენიმე კონკრეტული მაგალითის ფონზე შეგვიძლია უკეთ დავინახოთ.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, შემდეგ კი უკრაინაში წამოწყებული ომების ფონზე, რომელსაც “დიფ სთეითი” ხელს აქტიურად უწყობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, კონკრეტული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მმართველი რგოლის წარმომადგენლები, გამუდმებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მომავალომის საფრთხეებზე საუბრობენ, რუსეთზე, როგორც ბოროტების მთავარ წყაროზე, ევროპისა და დასავლეთისთვის არსებით საფრთხეზე საუბრობენ, თუმცა ისინი უფრო შორს წავიდნენ და საკუთარ ნარატივში მკვეთრად რუსოფობიური ტერმინოლოგიაც გაურიეს, როდესაც აქცენტი არა დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტული ხელისუფლების ან სახელმწიფო მოწყობის ავკარგიანობაზეა გადატანილი, არამედ, რუსეთის მოსახლეობაზე, როგორც ზოგადად უარყოფით ხალხზე საუბრობენ და საკუთარ ნეგატიურ შეხედულებებს მთლიანად ერზე ავრცელებენ. ამ ფონზე, დღეს უკვე შეუიარაღებელი თავლითაც მარტივად შეგვიძლია დავინახოთ, რომ “დიფ სთეითის” იდეოლოგებმა მანიპულირების მარტივ მექანიზმს მიაგნებს – ჯერ, წლების განმავლობაში, დაბრენდეს ტერმინები “რუსული” და “რუსეთის ინტერესების გამტარებელი”, და, დაუკავშირეს ყველაფერს, რაც უარყოფით კონტექსტში შეიძლება იქნას აღქმული. დღეს კი, სწორედ აღნიშნული ცნებების ქვეშ აერთიანებენ ყველას, ვინც მათ უპირობო მორჩილებაში არ იმყოფება. აქვე აღსანიშნავია, რომ თუკი დღეს რუსეთისგან იხატება მსოფლიოს უმთავრესი საფრთხის ხატი, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ეს სტატუსი სხვამ გადაიბაროს, მთავარია, არსებობდეს ჰიპოთეზური საშიშროება, რომლის მსახურებასაც დააბრალებენ იმას, ვინც “დიფ სტეითს” არ ემორჩილება, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირებულებით საკითხებზე ზრუნავს.”- წერს შათირიშვილი.

ზაზა შათირიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაზა შათირიშვილი„თუკი ვინმე გაბედავს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან“
  2. ზაზა შათირიშვილი„ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს“
  3. ზაზა შათირიშვილი„ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“
  4. ზაზა შათირიშვილი„ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს“