განცხადება · 108 ნახვა
„კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს – შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი მეორე მოსმენით განიხილებოდა, კანონპროექტში კონკრეტული მუხლის დაზუსტების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კანონში გარკვევით გაიწეროს, რომ ახალშობილის შვილად აყვანის დახმარება არცერთ შემთხვევაში არ გაუქმდება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ნამდვილად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ერთხმად ვუჭერთ მხარს, მაგრამ, ჩემი აზრით, გამორჩენილია ერთი დეტალი და კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ. იქნებ კანონში დაფიქსირდეს, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს – შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება,”- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა, რომ იზიარებს მის შენიშვნას და ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება.
„პრინციპის დონეზე ჩვენ ვადგენთ, რომ დეკრეტული შვებულება არ შეიძლება ჩაითვალოს შემოსავლად და შესაბამისად, არ შეიძლება, დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული ვალდებულების დასაფარად აღსასრულებლად არ მიექცევა მისთვის დეკრეტული შვებულების სახით სახელმწიფოს მიერ მიცემული თანხა 2000 ლარის ოდენობით.. ლოგიკურია, რომ ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს ასევე იმ მშობელზე, ვინც ახალშობილს იყვანს შვილად,“ – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
- ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
- ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“
- ზურაბ ქადაგიძე„5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი – შემდეგ კი, აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“
