განცხადება · 144 ნახვა
პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე
„მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!“
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო.
ჩაჩანიძის ინფორმაციით, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება, ხოლო, ამგვარი სიცრუის გავრცელებით, ოპოზიცია ცდილობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დროინდელ სისხლიან რეჟიმსა და მწამებლებს როგორმე გაუთანაბროს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ის იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს მსგავსი სიცრუის გამავრცელებლებს.
,,როგორც გავარკვიე, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო. გასაგებია, რომ „ნაცების“ მიზანია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დროინდელ სისხლიან რეჟიმსა და მწამებლებს როგორმე ასეთი ფეიკებით გაუთანაბროს, მაგრამ ამ ცრუ კამპანიის არავის სჯერა, ფაქტები ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს!
ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვაა, საზოგადოებამაც კარგად იცის!
იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!” – წერს შაკო ჩაჩანიძე.
შაკო ჩაჩანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“
- შაკო ჩაჩანიძე„დღეს, ღიად გეი ნიკა გვარამიას დაანონსებულ აქციაზე ვინც მივა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მონაწილეობს გეი პარადში და სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია!!!“
- შაკო ჩაჩანიძე„ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო“
- შაკო ჩაჩანიძე„დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ და ამ ნიუსზე რა კომენტარებს წერენ ნაცები- ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ“
