ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი1°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი2°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი1°C
  • გორი0°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ21 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ17:34
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 163 ნახვა

„ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით?“

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხო ქვეყნების ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატში გამართულ განხილვებს მედიასთან საუბრისას შეეხო.

დეპუტატისთვის გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს. კერძოდ, საუბარია უცხოური გავლენების შესახებ კანონზე, რომელიც მისაღებია საფრანგეთისთვის, ხოლო ევრობიუროკრატებისათვის საქართველოში იგივე შინაარსის კანონი ანტიდემოკრატიულად მიიჩნევა.

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ აკრიტიკებდნენ ევროპაში საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონს და განაცხადა, რომ ამის უკან დგას „დიფ სთეითი“, რომლის სურვილია საქართველოს ხელისუფლების კონტროლი და ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვა.

„აბსოლუტურად სწორი და გასაგებია, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და ასევე, ემხრობა იმას, რომ არ უნდა გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია და ა.შ. მაგრამ, რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით? მაშინ უცხოეთიდან არაერთი უსამართლო განცხადება გაკეთდა, მათ შორის საფრანგეთის მხრიდან. ანუ, ფრანგ ხალხს სჭირდება სიმართლე და სამართლიანობა და ქართველ ხალხს არა? უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, კრიტიკა იმიტომ იყო, რომ საფრანგეთის ხელისუფლება, რომელიც არიას „დიფ სთეითის“ და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ საქართველოში თავად უნდა აკონტროლოს ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესები – საქართველოს სუვერენიტეტი არ სჭირდება,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  4. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“