განცხადება · 146 ნახვა
„საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისის დასკვნა უბრალოდ “ფაქტების კომპილაცია”, “ფაქტების შეჯამებაა” და მეტი არაფერი – ამით კი დაასტურეს, რომ კომისიის მიერ შექნილი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და აღიარეს, რომ რეალურად, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ“
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესს ეხმაურება. მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე თავადვე დაადასტურეს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი ფაქტების უტყუარობა, როდესაც დოკუმენტს „ფაქტების კომპილაცია“ და „ფაქტების შეჯამება“ უწოდეს.
სუბარის შეფასებით, ამით მათ აღიარეს, რომ 500-გვერდიანი დასკვნა რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მძიმე ბრალდებებს შეიცავს იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომელთა საქმიანობაც დოკუმენტშია აღწერილი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ პოზიცია, ვფიქრობ, რომ გასაგებია. ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სარჩელის თანაავტორები და ხელმომწერები. 2012 წელს ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ. სამწუხაროდ, ეს პროცესი ძალიან დაგვიანდა, მაგრამ ხალხის დაკვეთა არ შეცვლილა. დაკვეთა კი ის არის, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ის არაადამიანური და დანაშაულებრივი სისტემა შექმნა. ეს რომ ნამდვილად სისტემა იყო, დადასტურებულია ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით. საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ პირდაპირ წერია, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს. ანუ, შექმნილი იყო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ქუჩებსა და ციხეებში ადამიანების წამებასა და მკვლელობაზე, საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევაზე იყო ორიენტირებული და ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ანუ პრაქტიკულად მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ციხეებში, პოლიციაში, ქუჩაში და ა.შ.
ადგილი ჰქონდა საკუთრების წართმევას, ტელევიზიებში შევარდნებსა და დარბევებს და უამრავ სხვა სახის დანაშაულს. ყველაფერი ეს დადასტურებულია იმ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც ასე ყელში აქვთ გაჩხერილი იმ პარტიებს, რომლებიც პრაქტიკულად არა ქართველი ხალხის ნების, არამედ უცხოური გავლენების და მათი უცხოელი პატრონების დაკვეთების შემსრულებლები არიან. ის, რომ ეს დასკვნა სინამდვილეს ასახავს, მოპასუხე პარტიების წარმომადგენლებმა თვითონვე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე, როდესაც თქვეს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა უბრალოდ „ფაქტების კომპილაცია“, „ფაქტების შეჯამებაა“ და მეტი არაფერი, ანუ დაადასტურეს, რომ ეს დასკვნა რეალობას ასახავს. ამით, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ კომისიის მიერ შექმნილი 500-გვერდიანი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და რეალურად, მათივე აღიარებით, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათსავე წინააღმდეგ. დიახ, ეს არის ფაქტები, რომელიც კომისიის სხდომაზე მოწვეულმა 150-მდე მოწმემ დაადასტურა; ეს არის ფაქტები, რომლებიც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ასევე დადასტურებულია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“
- სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
- სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
- სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“
