ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი13°C
  • გორი13°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ23:34
თენგიზ შარმანაშვილი

განცხადება · 140 ნახვა

ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე

„ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს და ამას აღიარებენ, მით უკეთესია.

შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის მიერ დანაშაულოს აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე. როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეზე დაკავებულები, ალბათ, ხვდებიან, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მათ არარეალური მოლოდინები გაუჩინეს რევოლუციასა და ხელისუფლების სისუსტესთან დაკავშირებით, ისინი მოატყუეს.

“რაც მეტი ადამიანი მიხვდება იმ პერიოდში, სამართალში მიცემული, რომ ეს იყო კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებოდათ და რის გამოც იქნენ ისინი დაპატიმრებულები, უკეთესია.
ჩვენთვის მთავარია, რომ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ, რომლის კონსტიტუციური უფლება მათ გააჩნიათ, მოექცნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში და თუ რამე აქვთ გამოსახატი, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთონ.
იმ ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ რევოლუცია ყველაფერს იზამს, უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა და უკვე ჩამოიშლება, უბრალოდ თქვენი ძალისხმევაა ამისთვის საჭირო, ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს, ისინი გამოიყენეს და ნელ-ნელა ამ ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი,” -განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თენგიზ შარმანაშვილი„იმის მაგივრად, თვითონ შეუწყონ ხელი, რომ სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს დგამდნენ, ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას - ბულინგი მათი სტილია“
  2. თენგიზ შარმანაშვილი„ოპოზიციის ტაქტიკაა, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება - მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად“
  3. თენგიზ შარმანაშვილი„სასამართლო გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი იმდენად უსუსურები არიან მტკიცებულებებსა და ფაქტების წინაშე, რომ ეს ტაქტიკა აირჩიეს“
  4. თენგიზ შარმანაშვილი„მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის და ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რასაც "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭირა“