ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რამეს ამბობ, ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ“ დღეს 19 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი18°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ20:25
თენგიზ შარმანაშვილი

განცხადება · 87 ნახვა

„სასამართლო გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი იმდენად უსუსურები არიან მტკიცებულებებსა და ფაქტების წინაშე, რომ ეს ტაქტიკა აირჩიეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარემ დანაშაულის განხილვას თავი აარიდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და აცხადებს, რომ არაფერზეა პასუხისმგებელი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებები სანდო არ არის, ხოლო თავად არაფერზე არიან პასუხისმგებლები.

„მათ არა მხოლოდ თავი აარიდეს დანაშაულის განხილვას, ასე ვფიქრობთო, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებები, ერთი დაასახელეს, მეორე გადაწყვეტილება დაასახელეს, რომ ეს ობიექტური არ იყო და ამას არ ვეთანხმებითო. ესე იგი, იციან, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს ყველა სასამართლო გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა უნდა თქვან ახლა? უნდა თქვან, რომ ეს განაჩენები და გადაწყვეტილებები სანდო არ არის. აბა რა უნდა თქვან, დამნაშავე ვიყავით? ამას არ აღიარებენ. მართლა გამოეცლებოდა სასამართლოს წინაშე საფუძველი უფრო ჩვენს სარჩელს თუ იტყოდნენ, რომ კი წარსულში, რაც მოხდა ძალიან მძიმე ფაქტების მატარებელია, მაგრამ , ახლა ეს ახალი შემადგენლობა ვინც შევიკრიბეთ, გადავიაზრეთ ეს, შევიცვალეთ შეხედულებები და მომავლისთვის ჩვენ საფრთხეს არ წარმოვადგენთ. ამიტომ აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენი პარტიები გააუქმოთ არ არსებობს. რამდენად გაითვალისწინებდა ამას სასამართლო არ ვიცი, მაგრამ ლოგიკა ექნებოდა. რა გზას დაადგნენ? არაფერი არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებები ეჭვს იწვევს და საერთოდ არაფერზე პასუხისმგებლები არ ვართ, უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი არ არისო არაფერზე პასუხისმგებელიო. ხო ამ დარბაზში ითქვა? ეს ტაქტიკა აქვთ, იმდენად უსუსურები არიან თავის მტკიცებულებებში და იმდენად უსუსურები არიან ყველა იმ ფაქტის წინაშე, რომელიც ჩვენ მათ წარვუდგინეთ“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თენგიზ შარმანაშვილი„მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის და ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რასაც "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭირა“
  2. თენგიზ შარმანაშვილი„მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს“
  3. თენგიზ შარმანაშვილი„მოსამართლეებს შეუძლიათ თავისი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. შესაბამისად, არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, რადგან ამას თავისი შედეგები ექნება მოსამართლეების მხრიდან“
  4. თენგიზ შარმანაშვილი„აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის“