განცხადება · 97 ნახვა
„ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება, ჩვენი წარმომადგენლის დღევანდელი სიტყვა იყო უმნიშვნელოვანესი“
ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა იმ სპეკულაციურ შეკითხვებს, დაზუსტებებს, ვითომ რაღაცის ვერგაგებას საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ეს კვირა სასესიო კვირაა, პლენუმის სხდომები არის ხვალიდან და როგორც ყოველთვის, ორშაბათს ჩავატარეთ უმრავლესობის სხდომა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. მოგეხსენებათ, ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი და ყველა იმ სპეკულაციურ შეკითხვებს, ჩაკითხვებს, ვითომ რაღაცის ვერგაგებას საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა. ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს ქვეყანა იმ წრედიდან, რომელსაც ჰქვია ოპოზიციურ ფლანგზე აგენტურული ქსელის საქმიანობა“, – განაცხადა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„სრულიად არგუმენტგამოცლილი, შეურაცხმყოფელი, არაფერზე დაფუძნებული ანგარიშია“
- ირაკლი კირცხალია„ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ“
- ირაკლი კირცხალია„სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს“
- ირაკლი კირცხალია„როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ“
