ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი10°C
  • გორი10°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ22:25
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 157 ნახვა

„როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები“

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა, პატიმარ სააკაშვილის მიერ როინ შავაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილმა თავისი განცხადებით პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ფილიალებს. მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადებით შესაბამის უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოს სახელმწიფოსთან. ისინი თავადვე აღიარებენ, რომ იმართებოდნენ და დღესაც იმართებიან უცხოეთიდან და ამით ამაყობენ. ასეთი რეჟიმის წარმომადგენლებისგან არ უნდა გაგვიკვირდეს ისეთი აღიარებითი განცხადება, როგორიც მათმა ბელადმა სააკაშვილმა გააკეთა [როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით]. სააკაშვილმა ამ განცხადებით მორიგ ჯერზე დაადასტურა ის, რაც, თავის დროზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ოჩიგავას საქმესთან დაკავშირებით თქვა: სასამართლო აღშფოთებულია იმით, თუ როგორი სისტემა შექმნა სააკაშვილმა საქართველოში და რომ ამ სისტემის მსხვერპლნი გახდნენ ადამიანები. სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ფილიალებს. დიახ, ისინი თუ თვლიდნენ, რომ ვიღაცამ მათ უღალატა და ა.შ. – არ ასამართლებდნენ ადამიანს, ისე შეეძლოთ მოეკლათ.

ვფიქრობ, შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, უნდა აღიძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე როინ შავაძესთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გაკეთებულ აღიარებით განცხადებაზე. შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ სისტემური დანაშაულის სათავეში იდგა სააკაშვილი. შესაბამისად, როინ შავაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არის სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც, წესით, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ კითხვები. როცა ყოფილი პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ მან იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს ამ მკვლელობას, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები?! სააკაშვილის ეს საჯარო აღიარება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამნაშავე რეჟიმი, რომელიც კლავდა და ხოცავდა ხალხს, ყოველგვარი აპელაციის გარეშე და სააკაშვილმა ეს პირდაპირ აღიარა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  4. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“