ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:19
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 132 ნახვა

„“ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი და წამალი იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ პარტიად აქციო – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და უნდა აიკრძალოს“

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად, საკუთარი პარტიის დაცვის მცდელობები კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მუდმივად უარყოფს ფაქტებს – საზოგადოებას ეკონომიკური უკუსვლის შესახებ ესაუბრება მაშინ, როდესაც რეალურად ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება, ხოლო საქართველოს მშვიდობას უკრაინაში მიმდინარე ომს ამჯობინებენ. დეპუტატი გიორგი ბარამიძის მიერ გაჟღერებულ უმძიმეს ბრალდებებსაც იხსენებს, რომლითაც მან ქართველ სამხედროებს ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალა. გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, რომელიც უნდა აიკრძალოს, რათა საზოგადოებას ქართული პოლიტიკური სპექტრის გადახალისების შესაძლებლობა მიეცეს.

„დღევანდელ რეალობაში ისევ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წევრი რომ ხარ და ამ პარტიის მმართველობის ქვეშ იმყოფები, სადაც ადამიანების დახოცვა, ქონების წართმევა, წამება თუ უცხოელ პარტნიორებთან საკუთარი ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება ნორმად მიაჩნიათ, ქვეყნის მიმართ შენს დამოკიდებულებაზე ბევრს მეტყველებს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალეს, შემდეგ ბარამიძემ ომის დანაშაული დააბრალა ქართველ სამხედროებს – აფხაზეთის ომში ტყვეების დახვრეტაში დასდო ბრალი. სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციას მოვუგეთ საქმე, რომელიც ქართველი სამხედროების მიერ ომის დანაშაულის ჩადენას ეხებოდა, და დადასტურდა, რომ ქართულ მხარეს ომის დანაშაული არ ჩაუდენია. ომის დანაშაული სწორედ ეს არის – დანებებულ და ჩაბარებულ სამხედროს რომ კლავს, ანუ ტყვეს. ამ განცხადების შემდეგ ქართველმა სამხედროებმა ბარამიძეს მოუწოდეს – კაცურად გამოდი და ბოდიში მოიხადეო – ის კი შეეცადა, უნიჭოდ შეელამაზებინა საკუთარი ნათქვამი – ომის დანაშაული არ დამიბრალებია, ვთქვი, რომ ტყვეებს ხვრეტდნენო – ომის დანაშაული სწორედ ეს არის – დანებებულ და ჩაბარებულ სამხედროს რომ კლავს, ანუ ტყვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყველაფრის მიუხედავად, კიდევ იცავენ საკუთარ პარტიას და ასეთ ადამიანებთან საუბარი და რამის ახსნა შედეგს ვერ გამოიღებს. ვხედავთ, რომ ეკონომიკა ვითარდება – რადიკალები ამბობენ, ეკონომიკური უკუსვლა გვაქვსო; უკრაინაზე წინ ვართ სხვადასხვა მიმართულებებით – გეუბნებიან, არაო; უკრაინის ომი სჯობს საქართველოში მშვიდობასო და ა.შ. სწორედ ამიტომ ვამბობდით „ხალხის ძალა“, რომ არანაირი გამოსავალი, რეცეპტი და წამალი არ არსებობს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიად შექმნა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ის უნდა გაუქმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცემა საშუალება, შექმნას პარტიები და გადახალისდეს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ეს ასეც მოხდება,”-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  4. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“