ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ისეთი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს მასის კონტროლისთვის და რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ12:02
თორნიკე ჭეიშვილი

განცხადება · 156 ნახვა

„წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს“

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, არსებობს ამ შემთხვევაშიც მოლოდინი იმისა,რომ წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები, შესაბამისად, მათი წარმომადგენლები, გააგრძელებენ სასამართლო სხდომის დარბაზში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები უსუსურ მდგომარეობაში იმყოფებიან და იაფფასიანი მეთოდების გამოყენებით ცდილობენ, რომ შექმნან გარკვეული ილუზია საზოგადოების თვალში იმის შესახებ, რომ თითქოსდა გარკვეული კონსტიტუციური ბრალდებები მათ მიმართ არის არაარგუმენტირებული.

,,გასაგებია, რომ მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვინაიდან, ისინი ჩვენს შესაბამის არგუმენტებს, იმ ფაქტებს, რომელიც არის მოხმობილი საკონსტიტუციო სარჩელში, სხვას ვერაფერს უპირისპირებენ. არიან აბსოლუტურად უსუსურ მდგომარეობაში და ამგვარი იაფფასიანი მეთოდების გამოყენებით ახლა ისინი ცდილობენ, რომ შექმნან გარკვეული ილუზია საზოგადოების თვალში იმის შესახებ, რომ თითქოსდა გარკვეული კონსტიტუციური ბრალდებები მათ მიმართ არის არაარგუმენტირებული, რაც, რა თქმა უნდა, მცდარი ტყუილი და სიცრუეა იმის გათვალისწინებით, რომ დაკვირვებული თვალი შენიშნავდა მათ, ფაქტობრივად ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, რაც სარჩელში ჩვენი მხრიდან გახლავთ ასახული.” – აღნიშნა ჭეიშვილმა.

როგორც მან განმარტა, ოპოზიცია საკუთარი ნარატივით ადასტურებს სარჩელში მოყვანილ შესაბამის პასაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ წლების განმავლობაში სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები ცდილობენ იმას, რომ შიდა თუ საგარეო დონეზე ლეგიტიმაციის არაღიარების კონტექსტში წარმოაჩინონ საქართველოს ხელისუფლება.

,,აქ კიდევ ერთი გარემოებაა უაღრესად საინტერესო, რომ ფაქტობრივად, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა ეს, ისინი ცდილობენ ისრების გადმოტანას ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარეს და იმგვარი ნარატივის ტირაჟირებას ახდენენ, რომლის მიხედვითაც, ვითომდა „ქართული ოცნება“ ყოფილა კონსტიტუციის დამრღვევი პოლიტიკური ძალა, რაც არის, ერთი მხრივ, უბრალოდ ღიმილისმომგვრელი, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი ამით ფაქტობრივად ადასტურებენ ჩვენსავე მტკიცებას, მათ შორის, სარჩელში მოყვანილ შესაბამის პასაჟს იმასთან დაკავშირებით,რომ წლების განმავლობაში სწორედ „ნაცმოძრაობა“, მისი განშტოებები ცდილობენ იმას, რომ შიდა დონეზე თუ საგარეო დონეზე ლეგიტიმაციის არაღიარების კონტექსტში წარმოგვაჩინონ ჩვენ,როგორც არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა და როდესაც ახლა უკვე ჩვენ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების წინაშე იმყოფებით, აქ უნდა გაირკვეს, ბოლოს და ბოლოს, აი ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის რომელი არის კონსტიტუციური და რომელი არაკონსტიტუციური.
რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მხრიდან არის როგორც რიტორიკული კითხვა, ისე დასმული იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენსავე სარჩელში არის იმის არაერთი მტკიცებულება და ასობით შესაბამისი წყარო თუ ფაქტობრივი გარემოება მოყვანილი, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი ვინმეს შეიძლება საქართველოში კონსტიტუციის დარღვევა ბრალდებოდეს, ეს არის სწორედაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები. ასე რომ, ასე რომ, ისინი ამით ფაქტობრივად ადასტურებენ იმ იმ ბრალდებებს, რომლებიც ჩვენს სარჩელში არის მოყვანილი.” – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თორნიკე ჭეიშვილი„მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში. დღესაც კი, ვერ ან არ უნდათ, გააცნობიერონ იმ დანაშაულებრივი საქმიანობის მასშტაბი, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, როცა თავად იყვნენ ხელისუფლებაში და ეს პერიოდი ცნობილია, როგორც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის ეპოქა“
  2. თორნიკე ჭეიშვილი„გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას“
  3. თორნიკე ჭეიშვილი„იტალიური მხარის მიერ შეიძლება დაყენებული იყოს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერ-ჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით, იყოს უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული და ქართული პოზიციები, პასუხისმგებელი პირებისადმი იყოს, რაც შეიძლება, დეტალურად მიტანილი“
  4. თორნიკე ჭეიშვილი„გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას- ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომცდილობდა “მოლოტოვისკოქტეილის” სროლის რომანტიზებას“