ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიპოლიტიკა97 ნახვა

“ლელოს” ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება

“ლელოს” ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება

საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს.

სიორიძის თქმით, ბრალდება, თითქოს ის რუსეთს აღიზიანებდა და ამის გამო მისი აკრძალვა უნდა მოხდეს, უმძიმესია.
მისივე განმარტებით, გაუმართლებელია მსჯელობა, თითქოს საქართველომ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყანაა, რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით კონფლიქტის მხარეს პოზიცია უნდა დაიკავოს.

„ბრალს მდებენ, თითქოს რუსეთს ვაღიზიანებდი და ამის გამო ჩემი აკრძალვა უნდა მოხდეს. უმძიმეს ბრალდებას მიყენებენ და მაგალითად მოჰყავთ მოსაზრება, რომ საქართველომ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყანაა, კონფლიქტის მხარეს უნდა დაიკავოს პოზიცია, რათა რუსეთი არ გააღიზიანოს. მაშინ, როდესაც ფინეთი ომის შემდეგ ნატოს წევრი გახდა.
ეს ის მოცემულობაა, რომელიც 2012 წლის თებერვლის შემდეგ დადგა. ფინეთთან პარალელი მხოლოდ ამ კონტექსტში მომყავს და მასზე ვრცლად არ ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ ის საფრთხეები, რომლებზეც ახლა „ქართული ოცნება“ საუბრობს, წარმოსახვითია და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება“, – განაცხადა სიორიძემ.