ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი1°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი2°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი1°C
  • გორი0°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ31 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ20:50
გია აბაშიძე

განცხადება · 152 ნახვა

„„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა გააკრიტიკა.

აბაშიძის შეფასებით, სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამაში სკანდალის ძიება ბუჩუკურის უცოდინრობაზე მიუთითებს.

მისივე თქმით, ბუჩუკურს ავიწყდება, რომ გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ბერლინის სასტუმროს ნომრიდან, ვიდეოჩართვის საშუალებით აძლევდა ჩვენებას.

„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?
სასტუმროში ბრიფინგის გამართვა საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ „ჭკუის კოლოფს“, ანა ბუჩუკურს, უცხოელი პოლიტიკოსების მიერ სასტუმროებში გამართული ბრიფინგებიც არასდროს უნახავს?! რატომ ბაძავს „ტოპ-ტვინ“ გრიგოლ გეგელიას, რომელიც აჭარასა და იმერეთში ლუდს რატომღაც ვერ აგნებს?
მაგრამ აი, რა გამორჩა „გახაროიდ“ ბუჩუკურს: თუ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა „პიარულად” წამგებიანია, მაშინ რა ჰქვია მოღალატე გიორგი გახარიას საქციელს, რომელიც ბერლინის სასტუმროს ნომრიდან, ვიდეოჩართვის საშუალებით, ჩვენებას აძლევდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას?
ანა ბუჩუკურს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შესახებ წარმოდგენა რომ ჰქონდეს, დეპუტატ გორდულაძის ქმედებაში სკანდალს ვერ დაინახავდა. ჯერ საკუთარ უცოდინრობას სხვის პოლიტიკურ სატირად ასაღებს, ბოლოს კი თავად ხდება იმ კლოუნადის მთავარი მონაწილე, რომელშიც გახარია და მისი რაზმი დრეიფობენ.“ – წერს აბაშიძე.

გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გია აბაშიძე„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
  2. გია აბაშიძე„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში“
  3. გია აბაშიძე„პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?“
  4. გია აბაშიძე„მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას“