ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ირაკლი კირცხალია„ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს“ დღეს 10 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი16°C
  • ბათუმი19°C
  • ქუთაისი24°C
  • რუსთავი19°C
  • ზუგდიდი23°C
  • თელავი15°C
  • გორი18°C
  • ახალციხე18°C
  • ოზურგეთი24°C
  • ამბროლაური20°C
  • მესტია13°C
  • ფოთი24°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 3 ნოემბერი
  • USD2.5973−0.0019
  • EUR2.9108−0.0008
  • GBP3.4814−0.0088
  • TRY0.0520
  • 100 RUB3.2075−0.0232
  • AZN1.5281−0.0011
  • 1000 AMD7.2021−0.0079
  • 10 UAH0.5693−0.0037
ამბავისამართალი167 ნახვა

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა დავით ასათიანმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

როგორც უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პირს დანაშაულს აბრალებენ, მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

„სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანიები, შპს „TVპირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი რეალობასთან არ გააჩნია და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმებით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის [ბერას] კრიმინალურ დაჯგუფებასთან ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ. სარჩელის დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას. ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სინქრონულად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიის, საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსების მხრიდან და ამას არ აქვს გამართლება. მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს“, - აღნიშნა ადვოკატმა.