განცხადება · 183 ნახვა
„მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია“
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრისას ელენე თევდორაძის საქმიანობას იხსენებს.
მისი განცხადებით, ელენე თევდორაძე, რომელიც იმ პერიოდში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებადარღვეულთა მხარდაჭერისთვის იბრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო. სოზარ სუბარი იხსენებს, რომ ელენე თევდორაძე ევროსაბჭოს წარმომადგენელ მათიას იორშთან ერთად მე-7 საპყრობილეში სასტიკად ნაწამები სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად შევიდა და მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებაც გააკეთა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„როცა ვიხსენებთ იმ საშინელებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა ადამიანის უფლებების სფეროში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ელენე თევდორაძე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც იყო ხმალამოღებული დამცველი ადამიანის უფლებების და ყველა უფლებადარღვეულის ქომაგი და მფარველი. ის იყო პირველი, ვინც ევროსაბჭოს წარმომადგენელთან, მათიას იორშთან ერთად, შევიდა მე-7 საპყრობილეში სასტიკად ნაწამები სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ამას აკეთებდა იმის მიუხედავად, რომ თავადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო. სწორედ ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას. როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, პარლამენტში ერთ-ერთი მოხსენების დროს ვლაპარაკობდი იმ საშინელებებზე, რომლებსაც მეგის ქარდავა სჩადიოდა. რასაკვირველია, ამას ხმაური მოჰყვა - აცხადებდნენ, რომ ყველაფერი ტყუილი და მოგონილი იყო. ამ დროს ქალბატონი ელენე მიკროფონთან მივიდა და დაადასტურა, რომ ჩემი ნათქვამი თავიდან ბოლომდე სიმართლე იყო. მან ისიც აღნიშნა, რომ თავადაც ჰქონდა ადამიანებისგან მოსმენილი იმ საშინელი ფაქტების შესახებ, რომლებზეც ჩემს მოხსენებაში ვსაუბრობდი. მაშინ ელენე თევდორაძემ თქვა: „ბოლო-ბოლო, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსოება?!“ მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- სოზარ სუბარი„ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია“
- სოზარ სუბარი„აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“, საგამოძიებო კომისიის დასკვნას კი „მოთხრობასა“ და „მხატვრულ თხზულებას“ უწოდებენ, ამით კი ცხადყოფენ, რომ საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ“
- სოზარ სუბარი„ერთხელ რომ უღალატებ შენს ამომრჩეველს, იგივეს გაიმეორებ მეორედ, მესამედაც – როდესაც არ ცნობ და უპირისპირდები კონსტიტუციურ წესრიგს, ამით შენს თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება“
- სოზარ სუბარი„საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისის დასკვნა უბრალოდ “ფაქტების კომპილაცია”, “ფაქტების შეჯამებაა” და მეტი არაფერი – ამით კი დაასტურეს, რომ კომისიის მიერ შექნილი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და აღიარეს, რომ რეალურად, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ“
