ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია“ დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი19°C
  • ქუთაისი22°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი21°C
  • თელავი15°C
  • გორი17°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი23°C
  • ამბროლაური18°C
  • მესტია11°C
  • ფოთი22°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 3 ნოემბერი
  • USD2.5973−0.0019
  • EUR2.9108−0.0008
  • GBP3.4814−0.0088
  • TRY0.0520
  • 100 RUB3.2075−0.0232
  • AZN1.5281−0.0011
  • 1000 AMD7.2021−0.0079
  • 10 UAH0.5693−0.0037
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ3 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:00
სოზარ სუბარი

განცხადება · 160 ნახვა

„ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ნორა კვიციანისთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების ინიციატივას უერთდება. მისი განცხადებით, სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობის დაცვაში განსაკუთრებული წვლილი ემზარ და ნორა კვიციანებს მიუძღვით. სოზარ სუბარის თქმით, ემზარ კვიციანის ძალისხმევით გაიჭრა კოდორის ხეობიდან სვანეთისკენ გზა, რამაც ომის პერიოდში ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება და სამხედრო ტექნიკის გადმოყვანა შესაძლებელი გახადა.

მისივე განცხადებით, ემზარ და ნორა კვიციანები მოუწოდებდნენ კოდორის ხეობის მოსახლეობას, დარჩენილიყვნენ და ხეობის დასაცავად ებრძოლათ.

„სოხუმის დაცემის შემდეგ სწორედ ემზარ კვიციანი და მისი და, ნორა კვიციანი, იყვნენ ის ადამიანები, რომელთა დიდი ძალისხმევითაც მოხდა კოდორის ხეობის დაცვა. კოდორის ხეობიდან სვანეთისკენ გზა რომ გაიჭრა, ეს პირადად ემზარ კვიციანის დამსახურება იყო. იქ არ იყო გზა, იყო უბრალოდ ბილიკი და შეუძლებელი იქნებოდა ამდენი ადამიანის გადმოსვლა და გადაადგილება, რომ არა ემზარ კვიციანი. აღარაფერს ვამბობ სამხედრო ტექნიკასა და ავტომობილებზე, რომელთა გადმოსვლა იმ ბილიკებზე შეუძლებელი იყო და, შესაბამისად, ადამიანური მსხვერპლიც გაცილებით დიდი იქნებოდა. ემზარ კვიციანმა ომის დღეებში მოახერხა და თავისი რესურსითა და შესაძლებლობით გააკეთა ეს გზა, რადგან ხედავდა ამის საჭიროებას. ემზარ და ნორა კვიციანები არწმუნებდნენ კოდორის ხეობის, ან, როგორც სვანეთში უწოდებენ, დალის ხეობის მოსახლეობას, რომ დარჩენილიყვნენ და ებრძოლათ ხეობის დასაცავად.

მაშინ ეს ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ ბევრმა დაუჯერა, დარჩნენ და შეძლეს დაეცვათ ხეობა. მე პირადად იქ ვიყავი, წინა ხაზზე, როცა პირველი შეტევები მოვიგერიეთ. ემზარ კვიციანისვე დამსახურებით მოხდა შეთანხმება რუსულ მხარესთან, რომ მშვიდობა დამყარებულიყო კოდორის ხეობაში. შეთანხმება ბოლომდე დაცული არ ყოფილა. რუსებმა ხან ვერტმფრენებით გადმოსხეს სპეცრაზმი კოდორის ხეობის ცენტრში, პერიოდულად იყო მცირე ზომის შეტევები [აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან], თუმცა კოდორელებმა შეძლეს ამ ტერიტორიის დაცვა. ხსენებული შეთანხმების თანახმად, კოდორის ხეობაში არ უნდა მდგარიყო ოფიციალური ქართული შეიარაღებული ფორმირებები, მხოლოდ ადგილობრივების რაზმი უნდა ყოფილიყო. ასევე აკრძალული იყო გარკვეული ტიპის მძიმე შეიარაღების შეტანა ხეობაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა ბატალიონი „მონადირე“, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს რიგებში შევიდა. სწორედ ეს შეთანხმება დაარღვია სააკაშვილმა 2006 წელს, როცა შეიარაღებული ძალებითა და მძიმე ტექნიკით შევიდა კოდორის ხეობაში. როდესაც სააკაშვილი შევიდა კოდორის ხეობაში, მოხდა ბატალიონ „მონადირის“ დაშლა და განიარაღება.

ძალიან ბევრი სამშობლოს დამცველი დააკავეს აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებებით, როგორიცაა ტრეფიკინგი ან იარაღის უკანონო ფლობა. თითქოს ვინმესთვის იყო საიდუმლო, რომ ხეობის დამცველებს იარაღი უნდა ჰქონოდათ. ბევრი დაკავებული ციხეში გარდაიცვალა კიდეც წამების ან სხვადასხვა დაავადების გამო, რომლებსაც არ მკურნალობდნენ. სხვებთან ერთად, აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებით იქნა დაკავებული და გასამართლებული ნორა კვიციანიც, რომელმაც ციხეშიც აჩვენა სიმტკიცისა და გაუტეხლობის მაგალითი. იქ ის მონაზვნად აღიკვეცა და მოგვიანებით აღესრულა, როგორც დედა ქეთევანი. მინდა აღვნიშნო, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც კარგად იციან, რამხელა დამსახურება მიუძღვის ქალბატონ ნორა კვიციანს კოდორის ხეობის დაცვის საქმეში, მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება. თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია და მე პირადად ვუერთდები ამ სამართლიან და სწორ თხოვნას,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოზარ სუბარი„აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“, საგამოძიებო კომისიის დასკვნას კი „მოთხრობასა“ და „მხატვრულ თხზულებას“ უწოდებენ, ამით კი ცხადყოფენ, რომ საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ“
  2. სოზარ სუბარი„ერთხელ რომ უღალატებ შენს ამომრჩეველს, იგივეს გაიმეორებ მეორედ, მესამედაც – როდესაც არ ცნობ და უპირისპირდები კონსტიტუციურ წესრიგს, ამით შენს თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება“
  3. სოზარ სუბარი„საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისის დასკვნა უბრალოდ “ფაქტების კომპილაცია”, “ფაქტების შეჯამებაა” და მეტი არაფერი – ამით კი დაასტურეს, რომ კომისიის მიერ შექნილი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და აღიარეს, რომ რეალურად, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ“
  4. სოზარ სუბარი„ვეტერანების დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემლის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა – ეს არის ის სამი თემა, რომელიც, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებულ ბიუჯეტში“