ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ირაკლი კირცხალია„ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს“ დღეს 10 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი16°C
  • ბათუმი19°C
  • ქუთაისი24°C
  • რუსთავი19°C
  • ზუგდიდი23°C
  • თელავი15°C
  • გორი18°C
  • ახალციხე18°C
  • ოზურგეთი24°C
  • ამბროლაური20°C
  • მესტია13°C
  • ფოთი24°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 3 ნოემბერი
  • USD2.5973−0.0019
  • EUR2.9108−0.0008
  • GBP3.4814−0.0088
  • TRY0.0520
  • 100 RUB3.2075−0.0232
  • AZN1.5281−0.0011
  • 1000 AMD7.2021−0.0079
  • 10 UAH0.5693−0.0037
ამბავიპოლიტიკა181 ნახვა

ზურაბ ქადაგიძე კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ: ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ და სახელმწიფოს მრჩევლად სააკაშვილს ირჩევ

ზურაბ ქადაგიძე კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ: ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ და სახელმწიფოს მრჩევლად სააკაშვილს ირჩევ

„საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე და საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, კიევთან ახლოს აღმოჩენილია სარდაფი, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.

მისი თქმით, სადაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი შედის, იქ ინსტიტუტები დეგრადირდება და მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ადამიანის წამება, გატაცება და იატაკქვეშა ტერორი რჩება. „სისტემური ხელწერა არ იცვლება: როდესაც რეჟიმის არქიტექტორები ექსპორტზე გაგაქვს, შედეგად იგივე სადისტურ პრაქტიკას იღებ. კიევში გამოვლენილი საწამებელი სარდაფი არ არის ცალკეული გადაცდომა. ეს არის გარდაუვალი შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ, ხოლო სახელმწიფოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილს ირჩევ. სადაც ეს კლასტერი შედის, იქ ინსტიტუტები დეგრადირდება, ხოლო მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ადამიანის წამება, გატაცება და იატაკქვეშა ტერორი რჩება. საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.