ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია0°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ5 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:14
ლევან მაჭავარიანი

განცხადება · 113 ნახვა

„ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო "ნაცებზე" ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს "ახალი" პარტიები, რომლებიც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოგვევლინნენ“

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ეხება.

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, წარსულში არსებული სისტემური დანაშაულები, ადამიანთა წამება, ბიზნესის რეკეტი და სხვა მძიმე ფაქტები საკმარისი საფუძველია პარტიების არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2012-დან 2019 წლამდე პერიოდზეც.

"კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პროცესზეც ძალიან ბევრჯერ სცადეს, წარმოეჩინათ, თითქოს მოსარჩელე მხარე მათ ვედავებით იმას, რომ ისინი ერთიანი ძალა არიან. ჩვენ სარჩელში ვედავებით კონსტიტუციური წყობილების დარღვევას ძალიან ბევრი მიმართულებით. არის პრეტენზიები არაკონსტიტუციურ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ინდივიდუალურად მიესადაგება ყველა პარტიას და არის არაკონსტიტუციური ქმედებები, რომელიც კოლექტიურად მიესადაგებათ. თუმცა, ყველანი თანამოზიარეები რომ არიან ამ ყველაფრის, სწორედ ამას ვამყარებთ იმით, რომ ისინი ერთიან ძალას წარმოადგენენ - "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას".

რამდენიმე ნაწილად რომ დავყოთ სარჩელის პერიოდი:

2012 წლამდე პერიოდი, სადაც სისტემური დანაშაულები იყო, ის წამება, ციხეში რაც ხდებოდა, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესეც საკმარისი უნდა იყოს, ჩვენი გადმოსახედიდან, პარტიის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად.

არის მეორე პერიოდი: 2019 წლამდე, სადაც აბსოლუტურად ყველა არჩევნებს უცხადებდნენ ბოიკოტირებას, შემდეგ იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ ამბობდნენ, რომ შედეგები არალეგიტიმურია, ყველა საკონსტიტუციო ორგანო არის არალეგიტიმური, მიღებული კანონები არის არალეგიტიმური, იყო მუდმივი რყევა და ჯანჯღარი ჩვენი ქვეყნის და პროცესების უმართავ კალაპოტში გადასაყვანად.

2019 წლიდან მოყოლებული, იგივე "ლელო," როდესაც შეუერთდა "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას," იგივე გვახარია როდესაც შეუერთდა, სადაც ისინი ერთად მოქმედებენ. ეს არის მათი გარე პატრონების მხრიდან დივერსიფიცირებული სცენარი, იქიდან გამომდინარე, რომ "ნაცებზე" მარტო ფსონი აღარ დადეს, გარე ხელმძღვანელობამ, ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული, შემდეგ გააჩინეს ხელოვნურად ის რაღაცა "ევროპული საქართველო," "ევროპული ნაცები," პარტია "ახალი" ნიკა გვარამიას სახელით, "ლელო," გახარიას პარტია და შემდეგ უკვე "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად" მოგვევლინნენ," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან მაჭავარიანი„ასეთი დონის ვიზიტი დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ- სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან“
  2. ლევან მაჭავარიანი„არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში“
  3. ლევან მაჭავარიანი„ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება“
  4. ლევან მაჭავარიანი„საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“