განცხადება · 95 ნახვა
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში“
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩინეთის ინტერესი, პირველ რიგში, ევროპასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს, შუა დერეფანსა და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მისივე თქმით, შესაბამისად, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძიცაა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისი შეფასებით, საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში - არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის.
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში.
ჩინეთის ინტერესი პრაგმატულია: ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტები, შუა დერეფანი და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამ თვალსაზრისით, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძია.
ამ პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს რეგიონული ძალთა ბალანსი. სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთს კვეთს რუსეთის ისტორიული გავლენა, თურქეთის რეგიონული ინტერესები, დასავლეთის სტრატეგიული ხედვა და ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობა. პეკინის გააქტიურება ამ კონკურენციას ახალ განზომილებას მატებს, მით უფრო, რომ ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობა რეგიონული ინტერესების სრულ თანხვედრას არ გულისხმობს.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. თბილისი აფართოებს პარტნიორობის გეოგრაფიას, ავითარებს ურთიერთობებს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრთან და მყარად ინარჩუნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას.
მთავარი გეოპოლიტიკური ტენდენცია ნათელია: ჩინეთის გააქტიურება და საქართველოს მულტივექტორული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ძალთა და ინტერესთა ახალ კონფიგურაციას აყალიბებს.
საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში — არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის.“ - წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?“
- გია აბაშიძე„პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?“
- გია აბაშიძე„მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას“
- გია აბაშიძე„ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“- თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილია მსჯავრდებული, რომელიც ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ჯალათია“
