ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ9 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ16:09
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 113 ნახვა

„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ მისივე თქმით, ეს ყველაფერი რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს.

ჩიხელიძის შეფასებით, შუა დერეფანი, ანაკლიის პორტის პერსპექტივა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან რგოლად აქცევს.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში.

მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ.

ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის კონკრეტული ეკონომიკური შესაძლებლობების მომტანია. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია და ქართულ წარმოებას ამ ბაზარზე წვდომა განვითარების მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს. ეს ნიშნავს მეტ ექსპორტს, წარმოების ზრდას, ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს.

მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულებაც. ჩინელი ტურისტების მზარდი რაოდენობა დამატებითი შემოსავალია ქართული სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, ტურისტული კომპანიებისა და მცირე ბიზნესისთვის. რაც უფრო მეტ საერთაშორისო ბაზარსა და ტურისტულ ნაკადს მოვიზიდავთ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ქართულ ეკონომიკას.

ამასთან, საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც დასავლეთისთვის, ისე აზიისთვის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, შუა დერეფანი, ანაკლიის პორტის პერსპექტივა და განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ქვეყანას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სივრცეში, საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი არის!“ - წერს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!““
  2. დავით ჩიხელიძე„დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს“
  3. დავით ჩიხელიძე„ბატონო ჰერჩინსკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ეზოში სპეცრაზმი, შენობის პოლიციის მიერ პიკეტირება… ეს არის თქვენთვის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი?“
  4. დავით ჩიხელიძე„განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება“