ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ9 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ16:02
პეტრე კოლხი

სასულიერო პირი

განცხადება · 172 ნახვა

„ამერიკაში არ შემხვედრია ნორმალური და ჯანსაღი ფსიქიკის ქართველი“

ამერიკა ჩემთვის არის მონობა. თუ ამერიკა მე თვეში მაძლევდა პირობითად ძალიან მიზერულ თანხას, იმის მეტი ჩემგან მიჰქონდა იქით, გადასახადებით, ჯარიმებით და ასე შემდეგ. ამერიკა არავის არაფერს არ აძლევს ისე, რომ იქით არ გადაუხადო, - ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

ის საქართველოში ამერიკიდან დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ სიბინძურეში და მონობაში, მისი ადგილი არ იყო. ასევე, ხაზს უსვამს მაღალ გადასახადებს და ამბობს, რომ ნანობს, ამერიკაში წასვლაზე.

„იმის მიუხედავად, რომ ვიზაც მქონდა და საბუთები მწყობრში იყო, მე გავფუჭდი, მე გავნადგურდი, მე დავზარალდი, თვალს დამაკლდა, მე იქ არ შემხვედრია, არ გეწყინოთ, ძალიან გთხოვთ, არ შემხვედრია ქართველი ნორმალური და ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, იშვიათი გამონაკლისის გარდა. არ შემხვედრია, იმიტომ რომ ჯოჯოხეთურ შრომას გადიან. იმიტომ რომ მუდმივად დაძაბული ხარ. მაპატიეთ, მოხუცის უკანალიდან თავი არა აქვთ გამოყოფილი და რამდენი ბინა გაქვს საქართველოში რა მნიშვნელობა აქვს. თუ ფსიქიკა შეგერყა, თუ ვერასდროს ვერ დაბრუნდი და ბოლოს თუ ჩამოგასვენეს და იმ შენს ნაყიდ ბინაში თუ დაგასვენეს, ეს არის ჯოჯოხეთი, კატასტროფული სიბინძურე, ჰაერშიც კი გაუსაძლისი სუნი დგას. ამ სიბინძურეში, ამ მონობაში, ჩემი ადგილი არ იყო. ვიღაცისთვის ამერიკა არის თავისუფლების სიმბოლო. ეს ამერიკელებისთვისაც არ არის ასე. იმხელა გადასახადებია, იქ ყველაფერში ფულს იხდი, ვნანობ, რომ საერთოდ წავედი ამერიკაში“-განაცხადა პეტრე კოლხმა.