ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ9 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ16:05
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 87 ნახვა

„გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“, ასევე „ჟურნალისტები“. იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, ან საერთოდ არ გააშუქეს, ან ბოლო ამბად. ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, ლევან მაჭავარიანის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება და სრულად იზიარებს მის პოზიციას.

ამასთან, გორდულაძე ამბობს, რომ „არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ „კოორდინირებული დუმილის“ დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად.“

„აბსოლუტურად ვიზიარებ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი გუნდი ლევან მაჭავარიანის ამ მოსაზრებას და დავამატებდი ერთ რამეს - არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ „კოორდინირებული დუმილის“ დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად. საქმე ის არის, რომ გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“, ასევე „ჟურნალისტები“. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ, დაუფარავ სიძულვილს ჩვენი ქვეყნის წარმატების მიმართ და ადასტურებს უტყუარად, რომ შეასრულებენ ყველანაირ ანტიქართულ დავალებას, რასაც პატრონები უბრძანებენ.“- წერს არჩილ გორდულაძე.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია“
  2. არჩილ გორდულაძე„არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ და გვქონდეს პოლიტიკური კამათი“
  3. არჩილ გორდულაძე„მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული“
  4. არჩილ გორდულაძე„ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობისგამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს“