ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ“ დღეს 25 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:06
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 109 ნახვა

„არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონვენცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ სტრასბურგის ან სხვა რომელიმე სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემდგომ, დამატებით ინსტანციად ჩამოყალიბდეს“

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილება ფაქტობრივად დაუშვებს იმგვარი დამატებითი ინსტანციის არსებობას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გორდულაძის განმარტებით, არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონვენცია არ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემდგომ ინსტანციად ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

მისი თქმით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის დამატებითი ვადის დაწესება ე.წ. სუსპენზიური ეფექტის გამოყენებას გულისხმობს, რაც მოცემულ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათს ეჭვქვეშ დააყენებდა.

„შემთხვევითი არ არის, რომ მხარე მეოთხე ინსტანციასთან დაკავშირებით აპელირებდა. რას ამბობს მხარე და რატომ აკეთებს ამაზე აქცენტს? მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარ უნდა განაცხადოს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ძალაში არ შედის მანამ, სანამ მისი გასაჩივრების შესაძლებლობა არ ამოიწურება. ამით სასამართლომ ფაქტობრივად უნდა დაუშვას, რომ მისი გადაწყვეტილება შესაძლოა სხვა ინსტანციაში გასაჩივრდეს.

თუმცა, არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონვენცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ სტრასბურგის სასამართლო ან სხვა რომელიმე სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემდგომ, დამატებით ინსტანციად ჩამოყალიბდეს.

თქვენ მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება თავისი შინაარსით სწორედ იმას იტყვის, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოზე მაღლა მდგომი ინსტანცია. სხვა არაფერია თქვენი მოთხოვნა ერთთვიანი ან ნებისმიერი სხვა ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რასაც, მაგალითად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ვხვდებით ე.წ. სუსპენზიური ეფექტის სახით. ეს გულისხმობს აქტის მოქმედების შეჩერებას და მის ძალაში შესვლას მანამდე, სანამ გასაჩივრების ვადა არ ამოიწურება ან სასამართლო არ იტყვის უარს სარჩელის დროულად მიღებაზე. სწორედ ამას გვთავაზობთ თქვენ, თუმცა ჩვენ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ვიმყოფებით, სადაც პროცესს პლენუმი განიხილავს“, - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ“
  2. არჩილ გორდულაძე„თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას-„ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი“
  3. არჩილ გორდულაძე„რისი მცდელობა იყო ამ დღეების განმავლობაში? თითქოს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოგვეყენებინა ის სიტყვები, რომლებსაც კონკრეტული პარტიებისა და კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანების ტრაგედიებზე საუბრისას იყენებდნენ. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ და ჰყვებოდნენ მათ თავს გადახდენილ მოვლენებზე“
  4. არჩილ გორდულაძე„ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას“