ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“ დღეს 17 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:14
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 178 ნახვა

„ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია იმ პარტიების საქმიანობას, რომლებიც წესწყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას ცდილობენ, აბსოლუტურად დაუშვებლად მიიჩნევს, ისევე, როგორც ადამიანის წამებას.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციაში გამოყენებულ ტერმინ „დაუშვებელს“ აქვს სამართლებრივი წონა და იგი შინაარსისგან დაცლილი ვერ იქნება.

„კონსტიტუციაში თითოეულ ტერმინს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. შინაარსისგან დაცლილი რა თქმა უნდა ვერ იქნება. როდესაც ვნახავთ და კონსტიტუციას ჩავხედავთ, თუ რა შემთხვევებში იყენებს საქართველოს კონსტიტუცია ტერმინს „დაუშვებელია“ პირველ რიგში ყველაზე კლასიკური მაგალითი ამ შემთხვევაში არის მე-9 მუხლი. მე-9 მუხლის მეორე პუნქტი ცალსახად ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. შესაბამისად რა შემთხვევაც კი არ უნდა დადგეს ისეთი, რომელიც დასაშვებს გახდიდა, რომ ადამიანის წამება მოხდეს, ჩანასახშივეც კი ასეთი დაშვების გაკეთებაც კი პირდაპირ ეწინააღმდეგება მე-9 მუხლის მეორე პუნქტს. ამიტომ თუ სხვა შემთხვევებში, მაგალითად, სხვა უფლებების კონკრეტულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა შეზღუდვის სხვადასხვა საფუძვლები არსებობს, ან სხვადასხვა ზღვარი არსებობს, ან სხვადასხვა კვალიფიციური დათქმები არსებობს კანონისმიერი, სასამართლოს, თუ კომბინირებული, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, კიდევ უფრო მეტად, ექსპლიციტურად, პირდაპირ, მითითებულია, რომ ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, რომ დაამხონ და შეცვალონ ძალადობრივად, მათი საქმიანობა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„რისი მცდელობა იყო ამ დღეების განმავლობაში? თითქოს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოგვეყენებინა ის სიტყვები, რომლებსაც კონკრეტული პარტიებისა და კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანების ტრაგედიებზე საუბრისას იყენებდნენ. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ და ჰყვებოდნენ მათ თავს გადახდენილ მოვლენებზე“
  2. არჩილ გორდულაძე„თუ ერთი კონკრეტული პირის გაკეთებული განცხადება გამოიწვევს ეთნიკურ შუღლს და ამ ყველაფერს პარტია დუმილით შეხვდება, შუღლის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ამ პარტიასაც შეერაცხება. აქ მთავარი ის კი არ არის, ერთი კონკრეტული ადამიანი რას ამბობს, აქ მთავარია, პარტიები რა ნაბიჯებს დგამენ და როგორ მოქმედებენ“
  3. არჩილ გორდულაძე„პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“
  4. არჩილ გორდულაძე„არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონვენცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ სტრასბურგის ან სხვა რომელიმე სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემდგომ, დამატებით ინსტანციად ჩამოყალიბდეს“