განცხადება · 122 ნახვა
„პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“
“არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. სახელმწიფოსა და პარტიას შორის რა თქმა უნდა არის მტკიცე ხაზი“,- ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ვასილ როინიშვილის კითხვას მისთვის „ქართული ოცნება“ უდრის თუ არა სახელმწიფოს.
გორდულაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია პარლამენტის მიერ, მაგრამ ამ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე პასუხისმგებლობას იღებს იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც მოამზადეს სამუშაო ვერსია, შემდეგ გამოიტანეს საყოველთაო განხილვაზე, გაითვალისწინეს შენიშვნები და საბოლოო ჯამში ამ პარტიის წარდგენისა და მხარდაჭერით მიიღო პარლამენტმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გორდულაძე მიიჩნევს, რომ პარტია, რომელიც არ ემიჯნება საკუთარ დანაშაულებს, ტოვებს იმის განცდას, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს.
„ჰიპოთეტური დაშვება რომ გავაკეთოთ, თუ X პარტია საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ადამიანის წამება დასაშვებია და ეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იქნება, ამ შემთხვევაში ვინც კი მხარს დაუჭერს ამ ჩანაწერს, ყველა დაარღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. 1999 წლიდან დღევანდელ დღემდე დაახლოებით 300 სარჩელია წასული სტრასბურგის სასამართლოში, მათი 80%- დაახლოებით 227 საქმე, 2004-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებს მიემართება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არსებობს, სადაც დაფიქსირებულია სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევები. საუბარია, რომ საკუთრების დაცვის უფლების რეალიზების უფლება არ არსებობდაო ამ ქვეყანაში, საუბარია ასევე, რომ სისტემური და სისტემატური იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების წამება, ამავდროულად, ერთ-ერთ საქმეში პირდაპირ მითითებულია, რომ ხელისუფლების შტოები, მათ შორის, პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულიყო და პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. ერთ შემთხვევაში არავითარი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ არის, მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტული ადამიანები რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, [ყოფილი] პრეზიდენტის მიერ მათ აქვთ ღირსების ორდენები მიღებული. და ის ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, როგორიც არის მაგალითად ადამიანების წამება, ადამიანების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და პარტია, რომელიც ამ ქმედებებს არ ემიჯნება და სისტემას ქმნის, რომელიც არის მწამებლური სისტემა, რა თქმა უნდა პარტიას სრულად მიემართება ეს ჩადენილი ქმედებები.
ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და როდესაც დღესაც საუბრობენ რომ ასეთ ფაქტებს უბრალოდ ადგილი არ ჰქონია, არათუ ამბობენ, რომ კი იყო გადაცდომები, მაგრამ არა. როდესაც ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ამ უფლებების დარღვევებს, ფაქტების წინააღმდეგ მიდიან და საუბრობენ, რომ თურმე პარალელური სამყარო არსებობს. ამ შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან, ამ სისტემის შემქმნელი, ვინც არის პასუხისმგებელი ეს არის კონკრეტული პარტია და პარტია, როდესაც დღესაც არ ემიჯნება, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ“
- არჩილ გორდულაძე„თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას-„ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი“
- არჩილ გორდულაძე„რისი მცდელობა იყო ამ დღეების განმავლობაში? თითქოს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოგვეყენებინა ის სიტყვები, რომლებსაც კონკრეტული პარტიებისა და კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანების ტრაგედიებზე საუბრისას იყენებდნენ. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ და ჰყვებოდნენ მათ თავს გადახდენილ მოვლენებზე“
- არჩილ გორდულაძე„ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას“
