ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ“ დღეს 25 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:27
გიორგი კახიანი

განცხადება · 149 ნახვა

„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა მედიასთან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც მხარეებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს მოსარჩელე მხარესაც მეტ საშუალებას მისცემს იმისათვის, რომ მათი პოზიციის სიმტკიცე დაანახონ სასამართლოს და საზოგადოებას.

„სასამართლო პროცესი უკვე გადავიდა ახალ ეტაპზე, რომელიც საინტერესო არის იმ თვალსაზრისით, რომ ამ ეტაპზე უკვე კითხვების დასმის შესაძლებლობა არსებობს. მოგეხსენებათ, თავიდან მოსამართლეები უსვამენ მხარეებს კითხვებს. ეს პროცესი გუშინ სხდომაზე დაიწყო და დღეს გაგრძელდება. სასამართლოს მხრიდან რამდენიმე კითხვა იყო დასმული ჩვენს მიმართ და ჩვენ ამ კითხვებს გუშინ გავეცით პასუხი. იმავდროულად ეს პროცესი გაგრძელდება და ამ პროცესის ფარგლებში, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, რომ დაინახოს ჩვენი პოზიციები. ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში რა არგუმენტებს ეფუძნება ჩვენი სარჩელი და რით არის იგი დასაბუთებული. გარდა ამისა, ასევე ამ პროცესს შემდგომ მოჰყვება უშუალოდ მხარეებს შორის კითხვები და ესეც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს იმისათვის რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის სიმტკიცე დავანახოთ სასამართლოს და საზოგადოებასაც“,-განაცხადა კახიანმა.

კახიანმა ასევე, შეაფასა მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები, რასაც „აბსურდული“ უწოდა. კახიანი ფიქრობს, რომ შუამდგომლობები მოპასუხე მხარეს მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით სჭირდება და აღნიშნავს, რომ გაუგებარია პროცესის შუამდგომლობების ეტაპზე დაბრუნება, მაშინ, როდესაც სასამართლომ ეს ეტაპი ორი კვირის წინ გაიარა.

„ცოტა გაუგებარი იყო ის, რომ რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე. არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდათ მოპასუხე პარტიებს. ერთ-ერთი შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ კონკრეტული შედეგი დამდგარიყო საქმისათვის. ეს შუამდგომლობები ერთი, ეხებოდა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გამოკვლევას და იმავდროულად თავად აღიარებდნენ შუამდგომლობის ავტორები, რომ ფაქტობრივად ეს შეუძლებელი იქნებოდა იმიტომ, რომ საქმეში ბევრი მტკიცებულება არის მოყვანილი და სათითაოდ ყოველი მტკიცებულების გამოკვლევა რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნებოდა და მეორე შუამდგომლობა ასევე, ჩვენი აზრით იყო აბსურდული. ის გულისხმობდა იმას, რომ თუ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციურად გამოაცხადებდა რომელიმე პარტიას, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ვადა გადაევადებინა, როგორც თვითონ შუამდგომლობის ავტორები ამბობდნენ, ერთი თვით. რა თქმა უნდა ასეთი პრაქტიკა საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის, ფაქტობრივად სასამართლოს კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დაეყენებინა თავისივე გადაწყვეტილება და ბუნებრივია ასეთი შუამდგომლობა რომელიც თეორიულადაც ვერ დაკმაყოფილდებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი კახიანი„როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე““
  2. გიორგი კახიანი„გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა ზედმეტად აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით და არასწორი ინფორმაციით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი“
  3. გიორგი კახიანი„გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ, იმასთან დაკავშირებით, რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა – რეალურად მათ ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და დიდი პატივისცემით სარგებლობს“
  4. გიორგი კახიანი„საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“