ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:10
გიორგი კახიანი

განცხადება · 142 ნახვა

„როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე““

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური დარღვევა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენდა.

მისი თქმით, სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებითაც არის გამყარებული.

კახიანის განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ადამიანის უფლებების დაცვაა და მათი სისტემური დარღვევა კონსტიტუციური წყობილების დამხობას ნიშნავს.

„როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობას ვედავებით მოპასუხე მხარეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ნაწილში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო მრავალი კომპონენტისგან შედგება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ადამიანის უფლებებია. 2003-2012 წლებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური და სისტემატური დარღვევა სადავო არ არის. ამ ნაწილში ჩვენი სარჩელი გამყარებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ისე ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით. ბუნებრივია, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“, - განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი კახიანი„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“
  2. გიორგი კახიანი„გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა ზედმეტად აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით და არასწორი ინფორმაციით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი“
  3. გიორგი კახიანი„გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ, იმასთან დაკავშირებით, რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა – რეალურად მათ ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და დიდი პატივისცემით სარგებლობს“
  4. გიორგი კახიანი„საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“