პოლიტიკა

გიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და პარალელი საქართველოსთან გაავლო.

კახიანის თქმით, საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. მისივე განცხადებით, მსგავსი პროცესები დღეს სხვა ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა.

„კიდევ ერთხელ შეიძლება პარალელის გავლება, მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პროცესები, რომელიც საქართველოში იყო, ეს იყო ქვეყნის გარედან დაფინანსებული პროცესები. დღეს იგივე პროცესები, მსგავსი პროცესები, ასევე რომელიც ფინანსდება როგორც ჩანს, ამ ქვეყნების გარედან, ვითარდება ამ ქვეყნებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე ჩვენ მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“,-აღნიშნა კახიანმა.

კახიანმა ასევე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება მისასალმებელია, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური მიდგომა კი სწორედ ამას ემსახურება.

„როდესაც პირები ხვდებიან, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას აღიარებენ და გარკვეულ სინანულს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი და სწორიც არის. ჩემი აზრით, ასე უნდა იმოქმედონ სხვა მსჯავრდებულებმაც იმიტომ, რომ იმ მოცემულობის ტყვეობაში არიან, რომელიც მათ თავზე მოახვიეს. ამიტომ, სახელმწიფო ასეთი პირების მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს თავის დანაშაულს, იქ ხვდება ადეკვატურად განწყობილი და შესაბამისი საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაც სწორედ ამას უკავშირდება“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.