ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ევა გოცირიძე„სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი11°C
  • გორი13°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ12 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:28
თორნიკე ჭეიშვილი

განცხადება · 163 ნახვა

მოპასუხე მხარის პოზიციებზე

„გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში“

იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, არსებობს მოლოდინი, რომ ყველა, მათ შორის, მოსამართლეებიც მკაფიოდ დაინახავენ, სად არის სიმართლე,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, როდესაც მოპასუხისთვის კითხვების დასმის ეტაპი დაიწყება.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს აქამდეც არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი არგუმენტი და მყარი პოზიცია, მათივე განცხადებები და ნარატივი ფაქტობრივად კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს სარჩელში ასახულ კონსტიტუციურ ბრალდებას.

„რაც შეეხება ვთქვათ მომდევნო ეტაპს, რომელიც გულისხმობს უკვე მოპასუხე მხარისათვის, მოსამართლეთა მხრიდან უპირველესად კითხვების დასმას. აქ იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, რომელიც რაიმე ფორმით იქნებოდა იმ კონსტიტუციური ბრალდების საპასუხო, რომელზეც ჩვენს სარჩელშია ლაპარაკი, რა თქმა უნდა აქ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ კიდევ ერთხელ ყველა ძალიან მკაფიოდ და მათ შორის მოსამართლეებიც ძალიან მკაფიოდ დაინახავენ იმას, თუ სად არის სიმართლე და სიმართლე რა თქმა უნდა, არის ამ შემთხვევაში, ჩვენი ხედვით, სწორედაც ჩვენს მხარეს და მეორე მხრივ გამოჩნდება მოპასუხე მხარის უაღრესად სუსტი პოზიციები, სუსტი სამართლებრივი პოზიციები და ის რომ რეალურად მათ მიერ აქამდე თუნდაც ტირაჟირებული ნარატივი, შესაბამისი განცხადებები ფაქტობრივად კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში.“- განაცხადა ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თორნიკე ჭეიშვილი„კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ“
  2. თორნიკე ჭეიშვილი„რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“
  3. თორნიკე ჭეიშვილი„არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები. ეს მოვლენათა ჯაჭვი, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში, ქმნის გარდაუვალ საფრთხეს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ანტიკონსტიტუციური მისწრაფებები სამომავლოდაც იქნება განხორციელებული“
  4. თორნიკე ჭეიშვილი„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში, მათ ფაქტობრივად არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი“