ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ევა გოცირიძე„სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი11°C
  • გორი13°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ12 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:33
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 182 ნახვა

„ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა ისინიც მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?“

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, მსხვერპლის სტატუსზე, ევროპაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების პრაქტიკასა და IRI-ის კვლევის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა.

გორდულაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ევროპის მასშტაბით დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შეფასდეს არა მხოლოდ ის, თუ როგორ აფასებენ პოლიტიკური პარტიები საკუთარ მდგომარეობას, არამედ ისიც, რას აკეთებენ ისინი ამჟამად.

„რაც შეეხება მსხვერპლის სტატუსს, მიენიჭა თუ არა მსხვერპლის სტატუსი, მაგალითად, "ჰერი ბატასუნა და ბატასუნა" ან „რეფაჰის პარტიას“ ან სხვა პარტიას? ევროპის მასშტაბით ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა საქმიანობა ან შეუჩერდა პოლიტიკური საქმიანობა. იყვნენ თუ არა ისინი მსხვერპლები? შესაძლოა, ამ გადმოსახედიდან თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა. ეს მათი შეხედულებაა და ჩვენ მათი აზრის თავისუფლებას ვერ შევაფასებთ, თუმცა გამოხატვის ფორმებზე მსჯელობა შეგვიძლია.

რაც შეეხება მათ რეიტინგებს და იმას, რამდენად ასახავს IRI-ის კვლევა მათ რეიტინგებს, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, თითქოს ამ კვლევის შესახებ არაფერი სმენოდათ, ასეთი კვლევა არ არსებობდა და ბუნებაში არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ამ კვლევის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული იყო. ჩვენც არაერთხელ გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით კომენტარი. მნიშვნელოვანია, რა პრინციპითა და მეთოდოლოგიით ჩატარდა ეს კვლევა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ავტორი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და არ ავრცელებს. მთავარი საკითხი, მათ შორის, ისიც არის, თუ რას აკეთებენ ახლა ეს პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს“
  2. არჩილ გორდულაძე„საქართველოში სხდომები უკვე მეათე დღეა გრძელდება, ესპანეთის შემთხვევაში სამი პარტია ოთხ დღეში აიკრძალა. ევროპის მასშტაბით 150-მდე პარტიაა აკრძალული, უკრაინაში-22, ანუ, ერთობლივად რომ ხუთზე მეტი პარტია იყოს აკრძალული, ამის პრეცედენტები უკვე არსებობს“
  3. არჩილ გორდულაძე„როდესაც საოკუპაციო ძალა დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს მას საპროვოკაციო საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს შეჭრის ობიექტად და რომ არა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს საფრთხე რეალიზდებოდა“
  4. არჩილ გორდულაძე„გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს“