ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ევა გოცირიძე„სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი11°C
  • გორი13°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ12 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:26
თორნიკე ჭეიშვილი

განცხადება · 146 ნახვა

საკონსტიტუციო განხილვებზე

„კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ“

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე ჩვენი მხრივ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად, ჩვენ ვუპასუხეთ არაერთ კითხვას, რომელიც მომდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისაგან და შეიძლება ითქვას, რომ არსებითად აღნიშნული ეტაპი არის ამოწურული , - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მოსამართლეთა კითხვების ეტაპი ამოწურულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დღესაც იყოს დასმული დამატებითი კითხვები, რისთვისაც მზად არიან.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა ადეკვატური ზომები იმ პირების მისამართით, რომლებიც სხდომაზე ეთიკის სტანდარტებს ვერ იცავენ და იაფფასიან პროვოკაციებს აწყობენ.

„რაც შეეხება მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვებს საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთი უნდა ვთქვათ აუცილებლად ის, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე ჩვენი მხრივ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად, ჩვენ ვუპასუხეთ არაერთ კითხვას, რომელიც მომდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისაგან და შეიძლება ითქვას, რომ არსებითად აღნიშნული ეტაპი არის ამოწურული, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ რამდენიმე კითხვა დღესაც იქნეს დასმული ჩვენი მისამართით რისთვისაც რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ და როგორც წინა დღეებში ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია შესაბამისი დეტალიზაციის მაღალი ხარისხით წარმოვადგენთ არგუმენტირებულ პასუხებს. რაც შეეხება ზოგად ფონს, რომელიც თან სდევს მიმდინარე პროცესს, გუშინაც იყო არაერთი მცდელობა იმისა, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან, რომ გადაეზარდათ აი ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში. ისინი ამისათვის არ ერიდებიან, მათ შორის ძალიან მძიმე შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთონ საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით. ზოგადად სხვადასხვა იაფფასიანი პროვოკაციები მოაწყონ, მათ შორის სხდომათა დარბაზში და იხილა კიდეც საზოგადოებამ ის ადეკვატური ზომები, რომელიც ამ დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული. იმ კონკრეტული პირების მისამართით, რომლებიც ელემენტარულად ვერ იცავენ ეთიკის სტანდარტებს, როდესაც იმყოფებიან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თორნიკე ჭეიშვილი„გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში“
  2. თორნიკე ჭეიშვილი„რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“
  3. თორნიკე ჭეიშვილი„არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები. ეს მოვლენათა ჯაჭვი, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში, ქმნის გარდაუვალ საფრთხეს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ანტიკონსტიტუციური მისწრაფებები სამომავლოდაც იქნება განხორციელებული“
  4. თორნიკე ჭეიშვილი„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში, მათ ფაქტობრივად არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი“